ძილის დარღვევა, რომელიც პარკინსონს მოასწავებს

  • regarder.ge
  • 3 ივლისი 15:35

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ყოველწლიურად 100 000-ობით ადამიანს უსვამენ პარკინსონის დიაგნოზს, ამ ნევროლოგიური დაავადების გამომწვევი მიზეზები ჯერ კიდევ უცნობია. მკვლევარებმა მხოლოდ რამდენიმე რისკ ფაქტორი გამოავლინეს. მათ შორის ასაკობრივი ჯგუფი, სქესი და რამდენიმე გენეტიკური ფაქტორი. თუმცა, ეს მაინც არაა საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანმა ადრეულ სტადიამდე მაინც გაიგოს შესაძლო დაავადების განვითარების შესახებ.

მიუხედავად ამისა, კანადაში, მონრეალის McGill University-ის მკვლევარებმა ერთ-ერთი ფაქტორის – REM-ის დარღვევის გამოკვლევა გადაწყვიტეს. REM (იგივე თვალის სწრაფი მოძრაობა) ძილის ერთ-ერთი ფაზაა, რომლის დროსაც ადამიანის სხეული პარალიზებულია. მოძრაობის ეს შეზღუდვა ადამიანებს სიზმრად ნანახზე ფიზიკური რეაქციისგან იცავს, რამაც შეიძლება სუბიექტი თვით დაზიანებამდე მიიყვანოს. RBD კი REM-ის ფაზის დარღვევას ნიშნავს.


ამ დარღვევის მქონე ადამიანების სხეული მოძრაობისგან არაა შეზღუდული REM-ის დროს, ამიტომ ისინი ფიზიკურად ეხმაურებიან ყველაფერს, რასაც სიზმრად ნახულობენ, მაგრამ თავად ამის შესახებ არაფერი იციან.


McGill University-ის კვლევებით დადგინდა, რომ ზემოთხსენებული დარღვევის მქონე ადამიანების უმეტესობას პარკინსონი უვითარდებათ. მკვლევარებმა კი იმის გარკვევა გადაწყვიტეს, შესაძლოა თუ არა RBD-ის საშუალებით პარკინსონის წინასწარმეტყველება?


უნივერსიტეტის სპეციალისტებმა რამდენიმე წლის მანძილზე დაკვირვება 1280 ადამიანზე აწარმოეს. ისინი აკვირდებოდნენ RBD-ით დაავადებული ადამიანების მოტორულ ფუნქციებს, კოგნიტურ და სენსორულ შესაძლებლობებს. 12 წლიანი დაკვირვების შედეგად დადგინდა, რომ გამოკვლეულების 73,5 % პარკინსონით დაავადდა. 

სრული ვერსიის ნახვა regarder.ge