ვინ არის გორში მოკლული პოლიციელი?

  • primetimenews.ge
  • 1 ივლისი 11:05, 2020 წელი

გორში 44-წლის კაცი სასიკვდილოდ დაჭრეს. დანით ჭრილობა მდგმურმა მიაყენა. - ამის შესახებ ინფორმაციას „პრაიმტაიმი" აქვეყნებს.

 

წინასწარი ინფორმაციით, ბრალდებული კვერნაქის ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.


ბრალდებული თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეა და ის ქირით სვიანაძის სახლში ცხოვრობდა.


ცნობისთვის, 30 ივნისს გვიან ღამით გორში პოლიციელი მოკლეს. 


შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

სრული ვერსიის ნახვა primetimenews.ge