ცუკერბერგმა ერთ დღეში 7.2 მილიარდი დოლარი დაკარგა

  • primetimenews.ge
  • 27 ივნისი 20:04, 2020 წელი

მილიარდერი და Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგის ქონება ერთ დღეში 7.2 მილიარდი დოლარით დაეცა, მას შემდეგ, რაც უმსხვილესმა კომპანიებმა სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაზე უარი განაცხადეს.

როგორც Bloomberg-ი წერს, 26 ივნისს, კომპანიის აქციები 8,3 პროცენტით დაეცა.


მათივე ინფორმაციით, მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა სარეკლამო კომპანიამ Unilever-მა „ფეისბუქს“ ბოიკოტი გამოუცხადა და წლის ბოლომდე რეკლამების განთავსებაზე უარი განაცხადეს, როგორც „ფეისბუქზე“, ასევე „ინსტაგრამზე“.


„ფესიბუქს“ ბოიკოტი ასევე გამოუცხადეს ისეთმა კომპანიებმა, როგორებიცაა: ტელეკომუნიკაციების გიგანტი Verizon, ასევე უმსხვილესმა საკონდიტრო მწარმოებელი Hershey და „კოკა-კოლა“.


მათი განცხადებით, ფეისბუქმა ვერ შეძლო ამერიკაში პროტესტის ფონზე „საკმარისად გაეკონტროლირებინა სიძულვილის და დეზინფორმაციის გავრცელება“.

სრული ვერსიის ნახვა primetimenews.ge