„ყველას გავანადგურებ მშობლების თვალწინ” - მიშიკო ზაქარიაშვილი შაქარაშვილის საქმეზე

  • primetimenews.ge
  • 27 ივნისი 15:10, 2020 წელი

ავტორ-შემსრულებელი მიშიკო ზაქარიაშვილი ძალზედ რადიკალურ პოზიციას აფიქსირებს. როგორც ის ფეისბუქის პირად გვერდზე წერს, ვინც მისი შვილების მისამართით რაიმეს სახის ძალადობას გამოავლენს, ყველას გაანადგურებს.

 

„ოფიციალურად ვაცხადებ იმ ახალგაზრდების და მათი მშობლების გასაგონად, ვინც ჩემს შვილებს უსამართლოდ შეეხება და რაიმე ძალადობს ჩაიდენს მათ მიმართ და რომელიმე მათი მეგობარი ან ხელისუფლების წარმომადგენელი, ან ნებისმიერი ადვოკატიც, დანაშაულის მონაწილეს გამართლებას და დაცვას შეეცდება და თავისი „გამჭრიახი გონებით” დაფარავს დანაშაულს, ყველას გავანადგურებ მშობლების თვალწინ ისე, რომ არ დაველოდები არანაირ სამართალდამცავების გაწელილ გამოძიებას!


ეს იქნება პრეცენდენტი იმისა, რომ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ეს კუნთმაგარი, ხულიგანი ბაბულიკების მოძალადეობა წესიერ განათლებულ ოჯახში გაზრდილ ბავშვებზე. არავის დავინდობ და ამას გავაკეთებ ყოველგვარი ახსნა-განმარტების და სინდისის ქენჯნის გარეშე… 


მიხედეთ და გაზარდეთ ადამიანის მოყვარული ბავშვები. შ…ცი მე თქვენს ფულებს და პოლიტიკურ მოღვაწეობას. დავიღალე შიშით ცხოვრებისგან ყოველ ბავშვების სათამაშოდ გასვლაზე… რადგან დახვრეტა გაუქმებულია, მე ავასრულებ ამ კანონს. სულ ფეხებზე მკიდია მოძალადედ ჩამთვლის ვინმე, თუ რად! მოგიკლავენ სიმწრით გაზრდილ შვილებს, მერე ჩაჯდებიან ბაბულიკების შვილები ციხეში, ბლატაობენ – რა მაგარი ბიჭები არიან და მიდის “პერედაჩების” გადაცემა-გადმოცემა და ჩალიჩი “სროკის” განახევრებაზე ყოველი მთავრობის შეცვლის მერე!


ჩემი შვილების გასაგონადაც ვამბობ და ვაფრთხილებ, თუ ასეთ რამეს ჩაიდენთ, ჩემი იმედი ნუ გექნებათ და მეტიც, არ დაველოდები გამოძიებას, ჩემი ხელით დაგხოცავთ ორივეს! თქვენ მაინც კარგად იცით, რომ ამის გაკეთება შემიძლია. თუ გადამეკეტა უსამართლობის გამო ჭკუა და იცით, რომ არ დაგინდობთ. მხოლოდ ერთ შემთხვევაში გაგამართლებთ, თუ ვინმე მოკვლას დაგიპირებთ უსამართლოდ, ან დაჩაგვრას. ადრე გაუბნებოდით, გამოეცალეთ ასეთებს-მეთქი. ახლა გეუბნებით, თავი არ მოაკვლევინოთ, თავი დაიცავით ყველანაირი ხერხით! წერტილი… სისხლი სისხლის წილ თუ მოგწონთ და მისაღებია ამ ქვეყანაში, მაშინ მიიღებთ ჩემგან…"- წერს  მიშიკო ზაქარიაშვილი.


 

სრული ვერსიის ნახვა primetimenews.ge