ცნობილია, უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

  • pia.ge
  • 27 ივნისი 09:50, 2020 წელი

1-ელ ივლისამდე დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +26, +31 გრადუსი დაფიქსირდება.

აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოში 27 ივნისს დროგამოშვებით იწვიმებს, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა ტემპერატურა +23, +28 გრადუსი იქნება. 28 ივნისს დღისით შედარებით გამოიდარებს, 1 ივლისამდე ხანმოკლე წვიმა მოსალოდნელია მხოლოდ ზოგიერთ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა +31 გრადუსამდე მოიმატებს.


რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში, 28 ივნისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება. 28 ივნისს დღისით გამოიდარებს და 1ივლისამდე მცირე წვიმა შესაძლოა მხოლოდ ღამისა და საღამოს საათებში აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +31 გრადუსამდე მოიმატებს.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge