თურქეთმა COVID-19-ის საწინააღმდეგო პრეპარატი წარმოადგინა

  • avianews.ge
  • 25 ივნისი 13:57

თურქეთის მრეწველობისა და ტექნოლოგიის მინისტრმა მუსტაფა ვარანკმა COVID-19-ის საწინააღმდეგო სამამულო წარმოების პირველი პრეპარატი წარმოადგინა.

კლინიკური კვლევის დასრულებისა და ლიცენზიის მინიჭების შემდეგ, პრეპარატი გამოყენებული იქნება არა მარტო თურქეთში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. დარწმუნებული ვარ, თურქეთი მიაღწევს სერიოზულ წარმატებებს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში”- განაცხადა მინისტრმა.


პრეპარატი “ფავიპირავირი” (Favipiravir) TBÜTAK-ის სამეცნიერო და ტექნიკური კვლევითი საბჭოს სპეციალისტებმა შექმნეს. წამლის შექმნაზე 32 მეცნიერი 40 დღის განმავლობაში მუშაობდა.


დღეისათვის, Favipiravir-ი COVID-19-ის სამკურნალოდ ტესტირების რეჟიმში გამოიყენება და დადებითი შედეგებიც აქვს.

სრული ვერსიის ნახვა avianews.ge