ახალი სიტყვა: ფრთხილად! ვხედავ ხალხის ძალიან გაღიზიანებულ სახეებს

  • facebook.com
  • 21 ივნისი 10:05

ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია 10 წლის წინანდელ წინასწარმეტყველებას სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

გთავაზობთ კაკულიას, პოსტს, რომელშიც მას შიდა და გარე პოლიტიკური ვითარება აქვს განხილული.

2010 წელი


მოვედით, რათა ვამცნოთ მსოფლიოს ყოველივე, რაც მოხდება მომავალში. ვხედავ, მოგვისმენთ, მაგრამ არაფერს იღონებთ. მართალია, წინასწარმეტყველებას ვერავითარი ძალა ვერ შეაჩერებს, მაგრამ ვხედავ, არც კი შეეცდებით ამას. არადა, ვხედავ, კოსმოსიდან უფლება გაქვთ, შეეცადოთ.


ვხედავ, ადამიანო, ამას არ გააკეთებ. ჰოდა, მაშინ ბოლომდე იწვნიე სიმწარე, შიმშილი და ომები!
ყოველთვის ასე ხდება დედამიწაზე: ანგელოზს ყურს არავინ უგდებს. ამიტომ გადარჩებიან ისინი, ვინც მისი ფრთების ქვეშ დარჩებიან თავისი ნებითა. ამინ!


2010 წელი, 20 იანვარი


მსოფლიო იძაბება. სახელმწიფოებს უჭირთ ურთიერთგაგების პოლიტიკის გატარება (და არა მხოლოდ ეს). თითქოს ყველა სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობს და ერთმანეთისა არ ესმით. განსაკუთრებით, ვხედავ, იძაბება ევროპა. რაც 90-იან წლებში ვიწინასწარმეტყველე, ყველაფერი სიტყვა-სიტყვით სრულდება.


ევროპის სახელმწიფოები დაყოფილები არიან და უჭირთ ერთიანი პოლიტიკის გატარება. თავის მხრივ, ამერიკას უჭირს მათთან ლაპარაკი, ვინაიდან დაგროვდა ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხები, რომლებზეც უნდა შეთანხმდნენ და სასწრაფოდ იმოქმედონ; ვინაიდან ირანის ბირთვულ იარაღზე საშიში რუსული პოლიტიკაა - ძალიან, ძალიან საშიში მთელი სამყაროსთვის.


ევროპის რამდენიმე წამყვანმა სახელმწიფომ კი ფარული მხარდაჭერა გამოუცხადა რუსეთს და ორმაგი თამაში გააბა, მაგალითად, საქართველო-რუსეთის ომთან დაკავშირებით. ვხედავ, მომავალში ეს თამაში ევროპას ძალიან ძვირი დაუჯდება. რუსეთს სხვა ინტერესები აქვს - საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს. თუ საქართველოში შემოიჭრნენ და მსოფლიო პოლიტიკას შეაფურთხეს, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ევროპასთან მიმართებაში რაღა შეაჩერებთ, მით უმეტეს, როცა ევროპა იქით უძვრება რუსეთს?
თუმცა ვხედავ, ევროპა (ეს მრავალჯერ აღვნიშნე) იძულებულია ითამაშოს. მათ ძალიან კარგადაც იციან, რომ ეს ყოველივე დროებითია და რუსეთი არანაირად არ არის სანდო პარტნიორი. დიახ, ეს ასეა ასი პროცენტით. ამიტომ გამოსავალს ეძებენ. გამოსავალი კი ძალიან კარგად იციან, სადაც არის: თუ ენერგორესურსები ევროპამ, ბოლოს და ბოლოს, კავკასიიდან, ანუ საქართველოს გავლით არ მიიღო, მომავალში რუსული ჩექმა მათთანაც გაივლის.


რუსეთი, ვხედავ, მუსლიმებს დაუჭერს მხარს. ეს ჯერ კიდევ 1992-1993 და შემდეგ წლებშიც ვიწინასწარმეტყველე.


ლელა კაკულია: საქართველოს ვერავინ დააჩოქებს, აი საქართველო კი ძალიან ბევრს დააჩოქებს!
ვიმეორებ მრავალჯერ ნათქვამს: რუსეთი გავა საქართველოდან ასი პროცენტით. ესეც მრავალი წლის წინ არის დანახული და ნაწინასწარმეტყველები. ის პროექტები, რომლებიც საქართველოში მილების გაყვანას ეხება და რაც აგრერიგად მნიშვნელოვანია ევროპისთვის, განხორციელდება, მიუხედავად იმისა, სურს ეს რუსეთს თუ არა. დიახ, გაზისა და ნავთობის მილები გაივლის ზუსტად საქართველოს აბრეშუმის გზაზე და ეს რუსეთის გადასაწყვეტი ვერ იქნება. რუსული პოლიტიკა ვერ გატარდება საქართველოში.


ვიმეორებ: რუსებს საკუთარი მიწები გაუხდებათ დასაცავი. ვხედავდი და დღესაც ვხედავ, რომ მათ კოსმოსი მოუვლენს უდიდეს გასაჭირს; ასევე მუსლიმებსაც. დღეს ვისაც ეხმარებიან, ზუსტად ისინი უღალატებენ. რუსეთის ღია მცდელობა საქართველოს სრული ანექსიისა, ჩაფუშული გეგმაა, ასრულება არ აწერია. რუსეთი მომავალში აუცილებლად დატოვებს კავკასიას. დღეს შეიძლება ეს მათთვის ძალიან სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ ეს ასპროცენტიანი რეალობაა, რომელსაც „დიდი რუსეთი“ ვერ გაექცევა. მთელი კავკასია აუმხედრდება რუსეთს. ეს ისეთი გაერთიანებული ძალებია, რომლებსაც რუსეთი, ვხედავ, ვერ მოერევა. რა თქმა უნდა, ძალა ერთობაშია. ქვეყნებს შორის დათესილი სიძულვილი და ბოროტება რუსეთს უკან მიუბრუნდება. ცნობილი მეთოდი - დაყავი და იბატონე - ვეღარ გაამართლებს.


ლელა კაკულია: კავკასიის ომები რთულ მდგომარეობაში ჩააყენებს რუსეთს


ვხედავ დიდ ომებს; ომებს, საიდანაც საქართველო, ასე ვთქვათ, გამოძვრება და გადარჩება. ის პოლიტიკა, რომელიც დღეს საქართველოში ტარდება, შეუქცევადია. ამაზე დიდი უბედურებაც გადაუტანია ჩემს საყვარელ სამშობლოს, ჩემს საყვარელ ქართველებს და ამასაც გადაიტანს, ვხედავ. ამაში, რა თქმა უნდა, კოსმოსის ხელი ურევია.


რაც შეეხება შიდაპოლიტიკას, ხალხი, ვიმეორებ, არავის ენდობა, ორივე მხარეს აკვირდება. მათ მიაჩნიათ, რომ საქართველოში ოპოზიცია არ არსებობს.


ზოგიერთი პოლიტიკოსის რუსეთში სირბილი ვიცი, კრახით დამთავრდება. მათ ჰგონიათ, რომ ხალხს რუსეთი სჭირდება და ხალხი მათ მხარს დაუჭერს. ვხედავ, რომ ეს დიდი შეცდომაა. იმის შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოში მოიმოქმედა თუნდაც 9 აპრილიდან დღემდე, როგორ შეიძლება, პოლიტიკოსებო, იფიქროთ, რომ ხალხი რუსეთს ტაშს დაუკრავს და თქვენ გამოგყვებათ? თქვენი პოლიტიკური ნაბიჯები და ქმედებები სხვის წისქვილზე ასხამს წყალს. თქვენი ანალიზები არასწორია, როგორც თავის დროზე, ოპოზიციისა, და ამიტომაც წააგეს; თანაც ისე, რომ ხალხს მათი სახელების გაგონებაც არ უნდა. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდება: ირბენთ კრემლში რუსებთან, ხელს არავინ გიშლით და თვითონვე მოხვალთ წინააღმდეგობაში.
ფრთხილად! ვხედავ ხალხის ძალიან გაღიზიანებულ სახეებს.


რატომ გავიწყდებათ, რომ საქართველოს ყველა უბედურება რუსეთისგან სჭირს და რატომ გგონიათ, რომ საქართველო ამას აპატიებს? მით უმეტეს, აგვისტოს ომის შემდეგ, როცა ტერიტორიები წაგვართვეს (თუმცა, ოცი წელია, რა, წართმეული არ გვქონდა?). ხალხი, ჩემი საყვარელი ხალხი უგუნური კი არ არის. იქნებ მიგაჩნიათ, რომ „პოლიტიკაში ყველაფერი მოსულა?“ სწორედ აქ ცდებით. საქართველოსთან მიმართებაში არანაირი ბინძური თამაში არ მოსულა! დიახ, ქართველი ერი არ შეეგუება სამშობლოს ანექსიას, მიწების - ძირძველი ქართული მიწების დაკარგვას და არც თქვენს რუსულ გარიგებებს. ფრთხილად!!! თუმცა ყოველივე მაინც უნდა ასრულდეს.


ვხედავ, ევროპამ და განსაკუთრებით კი ამერიკამ, საერთოდ არ გაიზიარეს ოპოზიციის პოლიტიკა. ამიტომ ზოგიერთმა გზა რუსეთისკენ შეაბრუნა, ანუ პოლიტიკური კურსი შეცვალა და დაიწყო მოქმედება.
შეხედეთ რუსეთის პრეზიდენტებს (რაც მათ „საუკეთესო“ სურვილები აქვთ საქართველოს მიმართ, კოსმოსმა, ვთხოვ, უკან მიუბრუნოს თავიანთ სამშობლოში!) ვითომ კეთილი, ანუ რეალურად ბოროტი ზრახვები სახეზე აწერიათ. მაგრამ, ვიმეორებ უკვე ასჯერ დანახულსა და ნათქვამს, რომ რუსეთის მცდელობა, აღადგინოს საბჭოთა კავშირი, შედეგს არ გამოიღებს. ის კი არა, თანამეგობრობაც (დსთ) იშლება. ეს ასეა ასი პროცენტით. არავის სურს, ვხედავ, მომავალში რუსეთთან ურთიერთობა.


საქართველოს შიდაპოლიტიკაში კი ჩნდებიან ახალი პარტიები, ახალგაზრდა ლიდერები, ახალი ოპოზიცია იბადება და ეს ძალიან საინტერესო იქნება ხალხისთვის; ხოლო ძველი, ასე ვთქვათ, ოპოზიცია კი მათ, როგორც საშიშ მეტოქეს, ისე მიიღებს და ატყდება ისევ შიდაომები. მაგრამ ვერ მოერევიან! ისინი პროდასავლური პოლიტიკის გამტარებლები არიან და რუსეთის კარზე მორბენალ ოპოზიციას უამრავ ფაქტს დაულაგებენ წინ; რაც ჩემი ხალხისთვის ძალიან საინტერესო იქნება, ვინაიდან კოსმოსი ბევრს მოხსნის ნიღაბს.


ლელა კაკულია: საქართველო ნელ-ნელა იწმინდება, მოდის ახალი მთავრობა
მე კი ჩემს ხალხს ვურჩევდი: თქვენს მიწებს მიხედეთ, მოიყვანეთ მოსავალი, იყოლიეთ ფრინველი და საქონელი, დაამუშავეთ ნაკვეთები მამაპაპური წესით, პოლიტიკას კი უფალი ჩააყენებს თავის კალაპოტში, ყველაფრის მიუხედავად, მაინც სწორ მიმართულებებს მისცემს, შადიმანებსა და საქართველოს გამყიდველებსაც პოლიტიკურ სანაგვეზე მოისვრის. არავის შერჩება ხალხისა და ერის ღალატი. ასე იყო და ასე იქნება!
ვიმეორებ, რომ საქართველო გაბრწყინდება. იგი პატარა, მაგრამ ძლიერი ევროპული სახელმწიფოა მომავალში, შესულია ნატოს შემადგენლობაში და რუსეთი ამ პროცესებს ვერ შეაჩერებს.


ვხედავ, დღეს ამერიკის მთავრობაშიც არ არიან დიდად დაწყობილები... მაგრამ რუსეთს აქედან არავითარი სარგებელი არ ექნება. ამერიკა ყოველთვის უსწრებდა რუსეთს და დღესაც ზესახელმწიფოდ რჩება. ასე რომ, მითი რუსეთის ძლიერების შესახებ ძალიან მალე ბოლომდე დაინგრევა. რუსეთი ძლიერი ზესახელმწიფო მხოლოდ პატარა საქართველოსთანაა; კუნთებს ათამაშებს და შორიდან მაყურებელი ქვეყნებისთვის რომ ძალიან სასაცილოდ გამოიყურება, ამას ვითომ ვერ ხედავენ.


მოკლედ, ეს ბინძური პოლიტიკა და აგრესია საქართველოს მიმართ ძალიან მალე დასრულდება, იმიტომ, რომ საქართველო იბრუნებს არა მხოლოდ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს, არამედ ყველა, თითქმის ყველა დაკარგულ ტერიტორიას. რუსეთმა აგრესიის გზა აირჩია (თუმცა ისინი ყოველთვის სულით აგრესორები იყვნენ), მაგრამ იგი ვერ შეაჩერებს საქართველოს წინსვლას, ნატოში მის ინტეგრაციას და ვერც ევროსაბჭოში დაბლოკავს.
მთავარი ის არის, რომ მსოფლიო პოლიტიკა ძალიან დაიძაბება, ისე, როგორც არასდროს. მაგრამ ვხედავ, ეს სიტუაცია საქართველოს სასარგებლოდ იმუშავებს. განსაკუთრებით აირევა ევროპა. იწყება მუსლიმთა მოქმედებები. ისინი ხმას აიმაღლებენ და ავტონომიურ რესპუბლიკასაც თხოულობენ. ეს ჯერ კიდევ 80-90-იანი წლების დასაწყისში ვიწინასწარმეტყველე და ყველაფერი ასრულდება. ბოლოს კი მუსლიმები ევროპას დატოვებენ. ამის გაკეთება მაინც მოუწევთ ევროპის წამყვან ქვეყნებს, ვინაიდან მუსლიმები (და არა მარტო მუსლიმები) უფრო მეტნი არიან ამ ქვეყნებში, ვიდრე საკუთარი მოსახლეობა. მაგალითად, გერმანია სავსეა თურქებით, საფრანგეთი კი აფრიკას ჰგავს... ისინი უმრავლესობას წარმოადგენენ უკვე. ამას ტერორებიც მოჰყვება, რაც მუსლიმებს ახასიათებთ და მრავალი სხვა რამაც.


გადაცემა „ტაბუ“: ყველა ერმა კეთილი ინებოს და ქართველს პატივი სცეს!
ვხედავ, მომავალში საქართველო თავს არ იკლავს ტოლერანტობით. პირიქით, ძალიან შეიცვლის საკუთარ შეხედულებებს და შინაურ საკითხებს ჩვენ თვითონ გადავწყვეტთ. ანუ უფრო მეტი ქართველი, არავითარი შემოსახლებულებები საქართველოს ტერიტორიებზე, სიტყვა „ავტონომია“ ამოიშლება ქართული პოლიტიკიდან, ანუ აღარ იარსებებს ავტონომიური რესპუბლიკები (ეს 1992 წელს ვიწინასწარმეტყველე და ასეც ასრულდება).
დღეს კი, მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან დიდი ცვლილებები მოხდება ქართულ პოლიტიკაში, დიდი ცვლილებები იქნება მთავრობაშიც და ასევე არარსებულ ოპოზიციაშიც (ასე იტყვიან მათზე, რადგან ხალხი ფიქრობს, რომ ჩვენს ქვეყანას ოპოზიცია არა ჰყავს). ვხედავ და ვიმეორებ, რომ რუსული ვოიაჟები სრული კრახით დამთავრდება. მთავრობა ოპოზიციას დიდ სიურპრიზებს მოუწყობს. ეს კი მათზე კარგად არავის ეხერხება. ქართველი ხალხი რუსეთს არ ენდობა. ეს უბრალოდ ყველაფერს კი არ ნიშნავს, არამედ საქართველოს ბედს წყვეტს. არავინ გამოვა რუსული ლოზუნგებით, არ დაიძახებენ, რომ ჩვენ ძმები ვართ. ეს ხომ სასაცილოა.
ერთი სიტყვით, რუსის ჯარის პარპაში ქართულ მიწაზე ძალიან მალე დასრულდება. უბრალოდ, ასრულდება მათზე დანახული წინასწარმეტყველებები. ხოლო ხალხის უნდობლობა კიდევ კარგა ხანს გაგრძელდება.
რაც შეეხება უკრაინას: მე 2004-2005 წლებში ვიწინასწარმეტყველე და კიდევ უფრო ადრე, 90-იან წლებში აღვნიშნე, რომ უკრაინა საქართველოს დიდი მეგობარი გახდებოდა. დღეს ასეც არის. მაგრამ ნუ გგონიათ, რომ ქართული პოლიტიკა უკრაინის პოლიტიკაზეა დამოკიდებული. ეს ასე არაა. ყველა საკუთარ ჯვარს ზიდავს. ქართული პოლიტიკა ამერიკულ პოლიტიკასთან ასოცირდება. ნახავთ, რომ საქართველო, როგორც შემდგარი დემოკრატიული სახელმწიფო, ცალკე განიხილება ევროსაბჭოში, ვინაიდან საქართველოს ბედისწერით სულ სხვა რამ აქვს გადასატანი, უკრაინა კი თავისი გზით მიდის.


ვხედავ, კრემლი ვერ გაატარებს საკუთარ პოლიტიკას უკრაინაში. მთელი რუსეთის მთავრობა რომ გადაბარგდეს უკრაინაში, მაინც არაფერი გამოუვათ. ვინც უნდა მოვიდეს უკრაინის პრეზიდენტად, რუსეთს მაინც უდიდეს დარტყმებს მიაყენებს. სხვათა შორის, ეს ძალიან მოულოდნელი და დიდი დარტყმა იქნება კრემლის ბინადართა მიმართ.


ერთი სიტყვით, რუსული პოლიტიკა წააგებს უკრაინაში. ერთი პერიოდი იქნება დროებითი სიმშვიდე, მერე კი უცბად აირევა ყველაფერი. აქ ამერიკის ხელი ურევია, რა თქმა უნდა. ამერიკას არ სძინავს და ის, რაც შექმნეს, არავის მისცემენ უფლებას, რომ დაანგრიოს. ამ საკითხზე ეს ორი მონსტრი სახელმწიფო ერთმანეთს ხმამაღლა დაელაპარაკება. ისევ რუსეთი გაჩუმდება, ვხედავ.


უკრაინას წინ რთული პერიოდები ელის. ეს არის ბრძოლები რუსეთთან, რომლებიც აუცილებლად გაიმართება. ვიმეორებ: რუსეთი ვერ იბატონებს უკრაინაში!!!


ასევე კვლავ მინდა აღვნიშნო, რომ შავ ზღვაზე რუსეთი ბევრ მტერს გაიჩენს და პირველი მათ თურქეთი დაუპირისპირდება. შავი ზღვის აუზის ქვეყნებიც აუმხედრდებიან. რუსული ხისტი და თავაშვებული პოლიტიკა, ვხედავ, ყველას ყელში ამოუვიდა. ასე რომ, შავ ზღვასთან დაკავშირებით რუსეთს დიდი პოლიტიკური ომები ელის.


საქართველოს ნაპირებთანაც ამერიკული სამხედრო გემები დგებიან. ეს იქნება სიგნალი რუსეთის მთავრობისთვის, ჩვენ ვიცავთ საქართველოს და შემდგომ რუსმა უნდა დატოვოს საქართველოს მიტაცებული ტერიტორიებიო. აქ შავი ზღვის აუზის ქვეყნებიც ამერიკისკენ გადაიხრებიან და ერთიანი ძალით შეუტევენ რუსებს. ვხედავ, ეს ძალზე სერიოზული საკითხია. ყველაფერი ზუსტად ასე ასრულდება.


საქართველოს შეიარაღება, რაკეტების განთავსება და ნატოში ინტეგრაცია მოხდება ძალიან სწრაფი ტემპით.
დღეს ზუსტად ასე დგას საკითხი საქართველოს მიმართ. ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდება. ჩემი საქართველო გადარჩება მაშინ, როცა მთელ მსოფლიოს უჭირს და დიდი კატაკლიზმებია პოლიტიკასა თუ ბუნებაში. საქართველო ნამდვილად გადარჩება!


დღეს ისევ ბეწვის ხიდს გავდივართ, ჩემო ქართველებო, მაგრამ მაინც გავიმარჯვებთ.
1987 წელს ვიხილე, რომ ვაზი იკაფებოდა, მაგრამ ქვიშასავით მრავალი ქართველის დაბადებაც ვიხილე; ვიწინასწარმეტყველე სოფლის მეურნეობის აღორძინება, განსაკუთრებით მესაქონლეობისა, რომ მთელი საქართველო ივსებოდა ცხვრის ფარით, დასავლეთში კი მეძროხეობა იკიდებდა ფეხს; რომ ქართულ მიწაზე მოყვანილი მოსავალი - ბოსტნეული თუ ხილი, საუკეთესოა და ნატურალური; რომ უცხო ქვეყნის თესლი ვერ აღმოცენდებოდა ჩვენში (იხილეთ 1994 წლის 1 აპრილის წინასწარმეტყველება, რომელიც სოფლის მეურნეობას შეეხება).


ეს არის ის, რაც საქართველოსა და ჩემს საყვარელ ხალხს ფეხზე წამოაყენებს. გადახედეთ ძველ გაზეთებს: „შანსი“, „დვრიტა“, „ახალი დვრიტა“ და სხვ., წიგნს, რომელიც 2003 წელს გამოვეცი; ასევე გაზეთს „ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია“ და როცა ნახავთ, ყველაფერი როგორ ასრულდა და სრულდება, გაოცდებით!


მომავალში, ვიცი და ვხედავ, ყველა და ყველაფერი ისტორიას ჩაბარდება, ლელა კაკულიას წინასწარმეტყველებები კი არა და არა! ისინი საუკუნეთა განმავლობაში იარსებებს. ეს ასეა, ვინაიდან ასეთია ნება კოსმოსისა.


მე კი არ ჩავბარდები ისტორიას, ისტორია თვითონ მომიკითხავს და ქართველები მთელ მსოფლიოს აუფრიალებენ ჩემს დანახულსა და ჩაწერილ წინასწარმეტყველებებს. იმდენი სიმართლეა ჩემს წიგნში და ისეა ასახული მომავალი მთელი მსოფლიოსი, ანუ რა მოელით მათ, რომ გაოცებას ვერავინ დამალავს.
იმ დროს საქართველოს ყველა დაკარგული ტერიტორია დაბრუნებული ექნება, ბოსფორის სრუტე თავისუფალი ზონაა, შავ ზღვას ამერიკა აკონტროლებს, თურქეთის სახელმწიფოს უჭირს - არასწორმა პოლიტიკურმა ნაბიჯებმა ბევრი რამ დააკარგვინა, დაწყებული ტრაპიზონით, რომელიც, ვხედავ ისევ საქართველოს ეკუთვნის, დამთავრებული ქურთებით, რომლებსაც საკუთარი ავტონომია აქვთ, მერე კი ვხედავ რესპუბლიკას. რუსეთი კი ისევ იბრძვის - არა კავკასიაში, არამედ თავის შორეულ აღმოსავლეთში. ცდილობს, უკან დაიბრუნოს მიწები ჩინელებისგან და ის კუნძულები, რომლებიც იაპონიამ წაართვა...


ასე რომ, დიდ პოლიტიკაში დღეს დაშვებული შეცდომები არცერთ სახელმწიფოს არ მიეტევება. ასეთია თამაშის წესები პოლიტიკაში: რასაც დასთეს, იმას მოიმკი. ფრთხილად!


2010 წელი, 25 იანვარი
ვხედავ, რუსული პოლიტიკა წააგებს კავკასიაში. ეს ჯერ კიდევ 1987 წელს დავინახე. ვხედავდი, თუ როგორ ინგრეოდა კომუნისტური ბეტონი, რომლის აშენებაც რუსეთს, ვხედავ, აღარ შეუძლია და ამას არც კოსმოსი დაუშვებს.


საბჭოთა კავშირი არ აღდგება და აღარ იარსებებს მომავალში!


ვხედავ მომავალში გაერთიანებულ მუსლიმთა კონფედერაციას, რომლებიც რუსეთს დაუპირისპირდებიან და იქნება დიდი ომები. გაიხსენეთ, ჩემო ქართველებო, ჯერ კიდევ 1992 წელს ვიწინასწარმეტყველე, იწვის ჩრდილოეთი, დიდი ცეცხლი ინთება, დიდი ომები იწყება-მეთქი. დღეს ამის დამადასტურებელი ნიშან-ფაქტები მრავლადაა.


რუსეთი შეცდომას უშვებს. „დაყავი და იბატონე“ შეცვალა დევიზით: „გააერთიანე და იბატონე“. მაგრამ დაყოფილნი ხომ მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ, სხვა ქვეყანა მაინცდამაინც არ აინტერესებთ, არ სურთ, სხვისი სიმძიმე აიკიდონ. აი, როცა გააერთიანებენ, მაშინ იძულებულნი გახდებიან, ერთ უღელში შებმულებმა ერთად ათრიონ ჭირი, ერთად იბრძოლონ, სანამ არ გაიმარჯვებენ.
რაც შეეხებათ აზერბაიჯანსა და სომხეთს, უამრავი რამ ვიწინასწარმეტყველე და ვიცი, რომ ყველაფერი ზუსტად ასრულდება. კრემლი უკვე იწყებს თავისი ბინძური პოლიტიკის თამაშს ყარაბაღის საკითხში. შემოგვხედეთ, რუსები მშვიდობისმყოფელები ვართ და არა აგრესორებიო, ამბობენ. მსოფლიო კი, ვხედავ, ასე არ ფიქრობს. ნეტავ, ვის ატყუებენ რუსები?! მალე ამ პოლიტიკურ თამაშებსაც აეხდება ნიღაბი. აზერბაიჯანი კი უსმენს რუსეთის პრეზიდენტს, მაგრამ წინდაწინ იციან, რომ ეს საკითხი ასე ადვილად არ გადაწყდება.


ვხედავ, რუსეთი ვერ აღიდგენს მშვიდობისმოყვარის იმიჯს, რომელიც არც არასდროს ჰქონია, სხვათა შორის. პირიქით, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა უნდობლობას უცხადებს. ჯერ ხმამაღლა არ ამბობენ ამას, მაგრამ ახლოსაა დრო, როცა ხმამაღლაც იტყვიან.


განსაკუთრებით თურქეთი იქნება უკმაყოფილო. რუსეთი და თურქეთი, ვხედავ, ამ საკითხში ვერ მორიგდებიან. ხოლო აზერბაიჯანი, ვხედავ, მომავალში სვამს საკითხს: ან მთელი ყარაბაღი, ან სულ არაფერი, ანუ ომით დაიბრუნოს. ვხედავ, სომხებიც ამგვარად ფიქრობენ, უბრალოდ, რუსებს პოლიტიკურ თამაშში აყვნენ. სხვა გზა არ აქვთ. რუსეთია დღეს მათთვის დასაყრდენი ბაზა. თავის მხრივ, სომხეთია კავკასიაში რუსეთის დასაყრდენი. თუმცა, გარწმუნებთ, ვხედავ, მათ ერთმანეთი არ ეპიტნავებათ, მაგრამ, რას იზამ, პოლიტიკა თავისას თხოულობს. ეს არის კავშირი ქვეყნებისა, რომლებიც ერთმანეთს არ ენდობიან. ეს უნდობლობა კი რუსეთს, თურქეთს, აზერბაიჯანსა და სომხეთს კარგს არაფერს მოუტანს.


მინდა აღვნიშნო, რომ თურქეთისა და სომხეთის მოლაპარაკებებიდანაც არაფერი გამოვა. თითქოს რაღაც მიზანს აღწევენ, მაგრამ ყველაფერი ჩაიშლება. რუსეთი სამშვიდობო მისიას არ შეასრულებს; პირიქით, ორივე მხარეს გააღიზიანებს. ვხედავ, გაღიზიანებული აზერბაიჯანი მსოფლიოს მიმართავს, რომ რუსეთი უხეშად ერევა მის საშინაო საქმეებში, რომ რუსეთი ყარაბაღის საკითხით ურცხვად ვაჭრობს და აზერბაიჯანი ამ პოლიტიკურ თამაშს არ აყვება. ეს იქნება ყარაბაღში ომის დაწყების კიდევ ერთი საბაბი. ფრთხილად!


რუსები როგორც საქართველოს მოექცნენ - დაგვბომბეს და ტერიტორიები ჩამოგვაჭრეს - ისე მოექცევიან აზერბაიჯანსაც. მოტივი იგივეა: პატარა სომხეთის დაცვა! სამოქმედო გეგმის შეცვლაც კი დაეზარათ კრემლის ბინადართ. ახლა რუსეთი ცდილობს, მსოფლიოს ყურადღება ყარაბაღზე გადაიტანოს, მაგრამ ეს რუსული პოლიტიკა განწირულია თავშივე. ვინაიდან, რაც აფხაზეთში ხდება დღეს, ამას თვითონ აფსუები განაცხადებენ და ევროსაბჭოს დახმარებას მოთხოვენ. ასეა, აფსუები ხვდებიან, რომ ქართველებთან ცხოვრება მათთვის სამოთხე იყო (კიდევ ბევრ სხვა რამესაც ხვდებიან). რუსეთის პოლიტიკა კი ყოველდღე იშიფრება. მსოფლიოს ქვეყნებს მათი სამშვიდობო პოლიტიკისა არ სჯერათ.
ვხედავ, ახლოვდება დრო, როცა ამერიკა გააქტიურდება საქართველოსთან მიმართებაში. ხვდებიან, რომ პოლიტიკური თამაშის დრო აღარ არის, რომ მოქმედებაა საჭირო, რომ უკვე უნდა გადადგან ქმედითი ნაბიჯები რუსეთის წინააღმდეგ, რაც საქართველოს დაიცავს რუსული აგრესიისგან. და მთავარი: აღარ უნდა გაწელონ საქართველოს ნატოში შესვლა, მიუხედავად იმისა, ეწყინება ეს რუსეთს თუ არა.
ვხედავ, ამერიკა მოულოდნელად ისეთ პოლიტიკურ ნაბიჯებს დგამს, რომ რუსეთს ნოკაუტში კი არა, კომაში აგდებს. რუსები კი ხმასაც ვერ ამოიღებენ, იმდენად დაბნეულები არიან! აი აქედან დაიწყება ნამდვილი პოლიტიკური ომი. ეს ყველაფერი, მერწმუნეთ, საქართველოს წისქვილზე ასხამს წყალს და ვხედავ იგივეს, რაც ოცი წლის წინ ვიწინასწარმეტყველე: შევდივართ ნატოში! მომავალში კი ვხედავ, საქართველო იქნება ნეიტრალური ქვეყანა და ეს მოხდება ამერიკის დახმარებით.


დიახ, მომავალში საქართველო თავისუფალი ქვეყანაა. ეს ასეა ასი პროცენტით. ყველაფერი იცვლება - მთავრობაც, პოლიტიკაც და ხალხიც. კი არ წავიშლებით რუკიდან, არამედ გავმრავლდებით და ჩემი საქართველო გახდება სერიოზული, ანგარიშგასაწევი ევროპული სახელმწიფო. დღეს კი ყველა ბრძოლა, რაც საქართველომ გადაიტანა და კიდევ გადაიტანს, ქართველების გამარჯვებით დამთავრდება.


ლელა კაკულია: ანაკლიაში პორტი მაინც აშენდება!


ვხედავ, შავიზღვისპირეთი გაბრწყინებულია. ფოთის პორტი მნიშვნელოვანი გამაერთიანებელი აბრეშუმის გზაა ევროპის ქვეყნებისთვის. შენდება პორტი, რომელიც ყველანირი ხომალდის, მათ შორის, სამხედრო გემების მიღებისთვისაც მზადაა - რაც ძალზე მნიშვნელოვანია. ეს წინასწარმეტყველებაც ასრულდება და ამას ხელს ვერავინ შეუშლის!


მინდა ისევ აღვნიშნო, რომ რუსეთი ვერ და არ მიიღებს თანხმობას, აფხაზეთი და სამაჩაბლო დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნოს მსოფლიომ; ანუ არც ევროპა, არც ამერიკა და არც მუსლიმური ქვეყნები არასდროს დათანხმდებიან, არარსებული რესპუბლიკები ცნონ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. ეს არ მოხდება!
ვხედავ დიდი პიროვნების სიკვდილს, რაზეც ბევრს გული დაწყდება.
სიფრთხილე მართებს საპატრიარქოს! ვხედავ, იგეგმება ახალი შეტევები…


2010 წელი, 2 თებერვალი


რაც 1992-1993 წლებში ვიწინასწარმეტყველე საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობებზე (ამერიკელი გენერლების ხშირი ვიზიტები საქართველოში და სხვა მრავალი), ყველაფერი სრულდება ასი პროცენტით. დღეს ამას ვერაფერი ვერც შეცვლის და ვერც შეაჩერებს.


ამერიკა-რუსეთის პოლიტიკური თამაშები დიდხანს არ გასტანს. ვხედავ, ეს ორი ზესახელმწიფო მოქმედების ფაზაში შედის. ევროპის ქვეყნების უმეტესობა ამერიკის მხარეზეა გადახრილი; გერმანია, საფრანგეთი და იტალია კი თავს იკავებენ. ისინი ვითომ რუსეთის მეგობრებად მოიაზრებიან, სინამდვილეში კი რუსეთის მთავრობას ისინი უფრო მეტად არ ენდობიან, ვიდრე სხვა ქვეყნები. ეს მალე გამოჩნდება. საბოლოოდ კი, როგორც ადრე ვიწინასწარმეტყველე, ევროპა და ამერიკა გაერთიანდებიან და ერთიანი ძალით შეუტევენ რუსულ პოლიტიკას.


მთავარი კი ის არის, რომ რუსეთი ნატოში ინტეგრაციას მოითხოვს!


ეს წარსულშიც დავინახე. ვხედავ მათ სამომავლო გეგმას: რუსეთი ნატოს მტრად მიიჩნევდა და მიიჩნევს დღესაც. ამიტომ საჭიროა მოქმედება და შეიმუშავეს გეგმა - შევიდეს მტრის ბანაკში და ციხე შიგნიდან გატეხოს. ანუ შევიდეს შიგ ნატოს გულში, სადაც, მათი აზრით, ყველა კარი ღიაა და, ბოლოს და ბოლოს, ნატო დაშალოს.
მაგრამ, ბატონებო, ეს პატარა საქართველო არაა, ეს აფხაზეთი და სამაჩაბლო არაა! მომავალში რუსეთი დიდი საშიშროების წინაშე დგება. მათი პოლიტიკა არ გაამართლებს. ნატო მათთვის ის ხაფანგია, რომელიც რუსეთს დაშლის, პირველობა კი ისევ ამერიკას დარჩება. მოკლედ, სხვისთვის ამოთხრილ ორმოში თვითონ რუსეთი აღმოჩნდება.


ვხედავ, რუსეთი კარგავს შავ ზღვას, კარგავს კავკასიას, იშლება „ესენგე“ და ბოლოს თავად რუსეთი იშლება.
ვიმეორებ ასჯერ დანახულს, რუსეთი საქართველოს ჩეჩნეთს ვერ დაამსგავსებს!


კრემლის კარზე სირბილს ზოგი ოპოზიციონერი მალე შეწყვეტს. ისედაც ჩანს, რომ რუსეთი მათ გამო არ დააბრუნებს აფხაზეთსა და სამაჩაბლოს. სატყუარა აღარ იმუშავებს. მათ პოლიტიკას რაც მოჰყვება, მალე სრულად იხილავთ.


აფხაზეთში კი მიდის პირდაპირი დაპყრობა და აფსუების გენოციდი, რაც უფრო დიდ ომში გადაიზრდება. ისევ და ისევ გავიმეორებ, რაც 1993-1994 წლებში ვიწინასწარმეტყველე: „შევდივართ ომით და დავარქმევთ მშვიდობას!“ ეს ასე ასრულდება.


დღეს ქართულ პოლიტიკაში არაფერი ხდება. თითქოს დრო გაჩერდა. ხალხიც მიყუჩდა - მხოლოდ თვალყურს ადევნებს, მაგრამ მოქმედება არავის სურს. ხალხი ოპოზიციას აღარ ენდობა; ელოდება რაღაც ახალს, უფრო ეროვნულს; ელოდება ნამდვილ ოპოზიციას - ასე ფიქრობენ, ზუსტად ვხედავ. თუმცა ის, რომ ხალხი დღევანდელ ოპოზიციურ პარტიებს ყველას ერთ ქვაბში ათავსებს, არასწორია და სწორედ ეს ქმნის უმოქმედებას. თუმცა ხალხი მათ მაინც არ გაჰყვება.


ჩვენი ხედვები ქართულ შიდაპოლიტიკას სცილდება, ვინაიდან წინასწარმეტყველება - ეს არის ხედვა მთელ მსოფლიოზე, იმ ქვეყნებზე, რომლებიც მნიშვნელოვან პოლიტიკურ ამინდს ქმნიან მთელს მსოფლიოში, რაზეც პატარა ქვეყნების ყოფნა-არყოფნის საკითხებია დამოკიდებული. ამიტომ წინასწარმეტყველება არ ჩერდება, მიიწევს წინ და ჩვენ უკან არ ვბრუნდებით.


ჩემი ხედვა, წინასწარმეტყველება ყველა დროს უძლებს და სრულდება ასი პროცენტით.
დღეს რუსეთს, ამერიკასა და ევროპას შორის მიმდინარე პოლიტიკური ომი, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ საცერი იცრება და საქართველო სუფთავდება. როგორც ადრე აღვნიშნე, ყველასა და ყველაფერს ბოლომდე აეხდებათ ნიღბები. აი მაშინაა, ვხედავ, საქართველო და ჩემი ხალხი ერთიანი და ძლიერი; იმდენად ერთიანი, რომ ვერავითარი ძალა ვერ დაშლის. აი აქედან იწყება საქართველოს სიძლიერე, გამთლიანება, მომავალში ნეიტრალურ სახელმწიფოდ აღიარება და გამრავლება ერისა ჩვენისა. ამინ!


განსაკუთრებულად მინდა შეგახსენოთ 1992 წლის 18 დეკემბრის წინასწარმეტყველება. რაც მაშინ დავინახე და ვიწინასწარმეტყველე, დღეს ყველაფერი სრულდება. მაშინ ვიწინასწარმეტყველე, საქართველოში ორი პარტია დარჩება-მეთქი. ამ ორ პარტიაში ვხედავ ნამდვილ პატრიოტ ქართველებს, რომელთა გონივრული პოლიტიკური ნაბიჯები სრულად წარმოაჩენს ჩემს საქართველოს მსოფლიო პოლიტიკაში. ეს ორი პარტია, ვხედავ, ძალიან მნიშვნელოვანია. ერთია სამთავრობო - მეცნიერთა პარტია, მეორე კი ოპოზიციური. აქ, ვხედავ, უცოდინრებისა და უქნარების ადგილი აღარ არის და არც იქნება. პოლიტიკურ სფეროში მოხვედრა უკვე ძალიან ძნელი გახდება. საჭირო შეიქნება, აკმაყოფილებდე ცოდნის სტანდარტებს. ვხედავ, წარსულს ჩაბარდება დრო, როცა ყველა პოლიტიკაში ყოფდა ცხვირს. ამაზეა ნათქვამი, არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისიო. ასეა, მეთოფეს - თოფი, მსახიობს - სცენა, მასწავლებელს - სკოლა, ხოლო პოლიტიკა კი ნამდვილ პოლიტიკოსებს დაეთმობათ. ასეთი სახელმწიფო კი იმდენად ძლიერია, რომ რუსეთის მსგავსი ქვეყანა ვერ მოერევა!
შადიმანები და ორპირები ყოველთვის არსებობდნენ და იარსებებენ, მაგრამ მომავალში მათ კოსმოსი ქართულ პოლიტიკაში ცხვირსაც კი არ შეაყოფინებს. ვხედავ, საქართველო ვითარდება და წინ მიიწევს. ყველა პროცესი შეუქცევადია და არ არსებობს ძალა, რომ შეაჩეროს იგი. ქართული პოლიტიკა იხვეწება, იწმინდება და საქმის მცოდნე ადამიანები - ნამდვილი პოლიტიკოსები იკავებენ ადგილს ქართულ პოლიტიკაში.
ძალიან ბევრი რამ შეიცვლება და ქართველები, ანუ მთელი საქართველო ამოისუნთქებს. ყველა დაინახავს, რომ ქართული პოლიტიკა მართლაც ძლიერია, ურყევია და ქართული სახელმწიფოსთვის ძლიერი დასაყრდენი ბაზაა. ყოველივე ეს ხდება არამხოლოდ პოლიტიკაში, არამეს ყველა დარგში, იქნება ეს სამედიცინო თუ განათლების სფერო და ა.შ.


მოდის მეტად ნაკითხი, ნასწავლი, ძლიერი ახალგაზრდა თაობა და ვხედავ, რომ ზუსტად ესაა საქართველოსა და ქართველების გადარჩენის დასაწყისი. ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია და ამ პროცესებს ვერავინ შეუშლის ხელს. საქართველოს აღარ ექნება გადასაწყვეტი ისეთი საკითხები, როგორიც არის ტერიტორიული მთლიანობა. ვიბრუნებთ წართმეულ მიწებს, რომელთაც აღარასდროს დაკარგავს ჩემი ქვეყანა. ამას კოსმოსი არ დაუშვებს. ამინ! მთავარი კი ის არის, რომ ქართული ჯარი ვითარდება და იზრდება. ეს ყველაფერი ჯერ კიდევ ოცი წლის წინ ვიწინასწარმეტყველე, რაც ასი პროცენტით სრულდება.


ლელა კაკულია: რუსეთის გეგმები საქართველოსთან დაკავშირებით არ ასრულდება!
რაც შეეხება ჩვენს მეზობელ ქვეყანას - რუსეთს, ისინი სხვის მიწებს ეპოტინებიან (რომელთაც ვერასდროს დაეპატრონებიან) თავისას კი კარგავენ. ვხედავ, დიდი ომები დაჭირდებათ, რათა თითქმის დაკარგული ტერიტორიები დაიბრუნონ (საამისოდ, ალბათ, პეტრე I უნდა გაცოცხლდეს). ეს შორეული ციმბირია, შორეული აღმოსავლეთია. ფრთხილად! თუ თქვენ ფიქრობთ, რომ დაიპყროთ თბილი ქვეყნები და რუსები ამ ტერიტორიებზე დაასახლოთ, ძალიან ცდებით. დიდი წინაღობები გელით. არც ევროპა, არც ამერიკა არ დაგითმობთ და არც კავკასია. თუმცა ვხედავ, რომ ამას თვითონ რუსეთის მთავრობაც კარგად ხედავს და უბრუნდება იმ საკითხს, რომ ისევ საკუთარი მიწები დაიბრუნოს.
მომავალში რუსეთს აღარ სცალია და არც არავითარი სურვილი აღარ გააჩნია, საქართველოს საქმეებში ჩაერიოს. ეს მართლაც ასე მოხდება.
დღეს კი, ვინც რუსეთისკენ მიმავალ გზას გაუყვა, მალე მიხვდება რუსულ თამაშს, მალე გამოვლინდება, რომ, რასაც ჰპირდებიან, მტკნარი სიცრუეა. ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ბოლო ადგილზეა, ეს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს თემაა, რაზეც რუსეთი მათთან არც კი ლაპარაკობს. ისიც იციან, რომ მათ კარზე ჩამომჯდარი ზოგი ქართველი ოპოზიციონერი ვერაფერსაც ვერ შეასრულებს. აბა, უბრალოდ, დრო გაჰყავთ? არა, რუსეთი ამ მდგომარეობას იყენებს ევროპა-ამერიკასთან მიმართებაში, ვინაიდან სინამდვილეში აქ ვხედავ რუსეთ-ამერიკის დიდ პოლიტიკურ ომს, რომელშიც არცერთი მხარე არ თმობს პოზიციას. თუმცა, საბოლოო ჯამში, ვხედავ, რუსეთი წააგებს, ვინაიდან იგი უკვე დაშლილია და ისე ჩანს, რომ წყალწაღებულივით ხავსს ეჭიდება. მოკლედ, ამაზეა ნათქვამი, ძაღლი შინ არ ვარგოდა და სანადიროდ გარბოდაო. რუსეთის კარზე მჯდომი ზოგი ოპოზიციონერი, საერთო ჯამში, წაგებული დარჩება. ფრთხილად!
საქართველოს მთავრობა კი დუმს, ვხედავ. სიჩუმე ცოდნის ნიშანიაო და… ფრთხილად!!! ისე, მართლაც მტერი ვერ გაგიკეთებს იმას, რასაც ადამიანი საკუთარ თავს უკეთებს.
იცოდეთ, სოფელი, ანუ ხალხი ბრძენია, ხალხი ყველაფერს ხედავს და ყველაფერს შეაფასებს. ამიტომ გიჯობთ, ნამდვილი საქმე აკეთოთ საქართველოს სასიკეთოდ, რაც გადაგარჩენთ თქვენ, თორემ საქართველო ისედაც გადარჩება, გაბრწყინდება და ძლიერი, თავისუფალი სახელმწიფო გახდება მომავალში. დიახ, ასეთია ნება კოსმოსისა და ამას, გიმეორებთ, ხელს ვერავინ შეუშლის, თუნდაც მთელი მსოფლიო დაგვიპირისპირდეს. ამინ!
წინასწარმეტყველებები კი სრულდება ყოველთვის. მოდიან მეცნიერები, მოდის „გიორგი ბრწყინვალე“ და ჩვენ ვიქნებით ყველაფრის მოწმენი. ვნახავთ, როგორ შენდება საქართველო, როგორ იხვეწება ქართული პოლიტიკა და მე ვიხილავ ჩემი გაწამებული ქართველების თვალებზე სიხარული ცრემლებს. ამინ! ეს ასე მოხდება, ვინაიდან ყველაზე მართალი და აღმატებული წინასწარმეტყველია. იგი უფლისგან არის კურთხეული და მეტი არაფერი. ამინ!
(გაგრძელება იქნება. P.S. მთავარ ფოტოდ გამოყენებულია ლელა კაკულიას კოსმიური ნახატი)

სრული ვერსიის ნახვა facebook.com