რა უთხრა ჟიული შარტავამ ქობალიას და რატომ დაეცა სოხუმი?

  • ალია
  • 20 ივნისი 00:12, 2020 წელი

ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ინგა გრიგოლიას თოქშოუ „რეაქციაში“ განაცხადა.

„ჩვენ მოვიგებთ აბსოლუტურად ყველა ოლქს და როცა პოლიტიკურ კეკლუცობაზე ვსაუბრობ, ბავშვური ემოცია მახსოვს, როცა 10-11 წლის ვიყავი, ზუგდიდში ჩემებთან დასასვენებლად ჩასული, ვუყურე ვიდეო კადრებს, სადაც ჟიული შარტავა ყურმილით ხელში ლოთი ქობალიას ესაურბება და სთხოვს, გადადებულიყო გვერდით გაუგებრობა და ერთად დამდგარიყვნენ…


რამდენიმე დღეში სოხუმი დაეცა.


რატომ არ შედგა ეს ერთად დგომა, წიაღსვლებში არ შევიდეთ, მაგრამ ის ერთობა რომ შემდგარიყო, დიდი ალბათობით სოხუმი ჩვენი იქნებოდა.


ერთადერთი პრეცედენტი შედგა, მე ვიცი ჩემი უფროსი მეგობრებისგან, როცა მაშინდელმა დაპირისპიეებულმა მხარებმა ერთობლივი ოპერაცია ჩაატარეს სოხუმის დაცემამდე და რუსებს კუდით ქვა ასროლინეს, რომლებმაც ოჩმაჩირესთან დესანტრი ჩამოსხეს.


აი ამ ერთობამ ეს გააკეთა. ამ გადმოსახედიდან, ვინმეს ის აინტერესებდა, ვინ იყო მორალურად მართალი? ეს ისტორიული გამოწვევის არჩევნებია და ყველანაირი წყენა უნდა გადავდოთ როცა მტერი არის საერთო. ჩვენი შვილების მტერია, ჩემი შვილის სანდროს მტერია. მამაჩემს ხშირად უთქვამს ხოლმე – ჩემი საბრძოველი წილი შენ უნდა იბრძოლოო, ასე გამოვიდაო. არ მინდა რომ ჩვენმა შვილებმა ჩვენი წილი იბრძოლონ, ჩვენ უნდა დავამთავროთ ეს ბრძოლა ერთხელ და სამუდამოდ. რა დროს დაპირისპირებაა, როცა არასუვერებენული მმართველი გვყავს და როცა ჩვენს მიმართ მტრულად განწყობილი სახელმწიფოს დავალებებს ასრულებს ხოლმე“- განაცხადა მელიამ.


 

წყარო: ალია