„არ მგონია კადიროვს პუტინის ეშინოდეს, რადგან პუტინს თვითონ ეშინია უკვე…”

  • ალია
  • 19 ივნისი 16:31, 2020 წელი

„არ მგონია კადიროვს პუტინის ეშინოდეს, რადგან პუტინს თვითონ ეშინია უკვე…” - ამის შესახებ „შეაჩერე კორუფციას“ დამფუძნებელი ვატო გელაშვილი წერს.

„პუტინს ბოლო 5 თვეა საკუთარ რუსეთში აგინებს უამარავი ახალგაზრდა. უამრავი ვიდეო იდება სოციალურ ქსელში. უამრავი პოსტი იწერება ფეისბუქზე და იუთუბ არხებზე უამრავი გადაცემაა სადაც პირდაპირ აფარჩაკებენ. ოპოზიციონერ ლიდერებზე აღარაფერს ვამბობ. ადრე თუ ამ ლიდერებს იჭერდა და ციხეში სვავდა . ეხლა მხოლოდ შიდა პატიმრობას იყენებს, რომ ხალხი არ გააღიზიანოს.


მოკლედ პუტინი რუსეთში აღარავის უყვარს. დარწმუნებული ვარ ან გააგორებენ კორონას მეორე ტალღის პერიოდში. ან იმხელა „მარში” მოეწყობა წითელ მოედანზე ,რომ გადააგდებენ პოლიტიკურ სასაფლაოზე და იქ გამოუტანენ მერე განაჩენს.


ეს გაბუნიას ლიკვიდაცია რაში დაჭირდა ამ კადიროვს ვერ ვხდები.


არ მგონია პუტინის ეშინოდეს, რადგან პუტინს თვითონ ეშინია უკვე.”- წერს გელაშვილი.

წყარო: ალია