„25 ივნისიდან შეიძლება ინტერნეტიც აღარ გვქონდეს და სულაც არ ვაჭარბებ!”

  • ალია
  • 19 ივნისი 14:31, 2020 წელი

„25 ივნისიდან შეიძლება ინტერნეტიც აღარ გვქონდეს და სულაც არ ვაჭარბებ!”- ამის შესახებ ჟურნალისტი პოლიტიკური მიმომხილველი ირაკლი ტაბლიაშვილი წერს.

„…ამასობაში, ბევრმა არ იცის და, 25 ივნისიდან შეიძლება ინტერნეტიც აღარ გვქონდეს და სულაც არ ვაჭარბებ!


მარეგულირებელი კომისია აპირებს ავტორიზაციის შეჩერებას “კავკასუს ონლაინისათვის” და ფორმალურ საფუძვლად იყენებს იმას, რომ შეიცვალა ერთ-ერთი აქციონერის ბენეფიციარი პირი. თუმცა, რეალურად, “კავკასუსის” დამფუძნებლები არ შეცვლილან.


25 ივნისამდეა აქვს ვადა “კავკასუსს” – ამ დღეს შეიკრიბებიან მარეგულირებელში და იტყვიან – “სიკვდილი” ელის ინტერნეტის სამ მილიონ მომხმარებელს თუ “ჩამოხრჩობა”.


ჭეშმარიტად გეუბნებით მე თქუენ – ტექნოლოგიური პროგრესის გარეშე არაფერი გამოვა.
… მაგრამ, ჩვენ, შეიძლება ინტერნეტიც არ გვქონდეს.”- წერს ჟურნალისტი.

წყარო: ალია