დღეიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტი მუშაობას განაახლებს

  • pia.ge
  • 8 ივნისი 09:15, 2020 წელი

დღეიდან საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანსპორტი მუშაობას განაახლებს.

მთავრობის მეთაურის გიორგი გახარიას თქმით, ტრანსპორტის გახნსა ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით მოხდება. გადაადგილებას შეძლებენ როგორც მიკროავტობუსები ასევე ავტობუსები. კოვიდინფექციის პანდემიის გამო მგზავრებისთვის პირბადის გამოყენება სავალდებულოა.


შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა, მიმდინარე წლის 23 მარტს აიკრძალა.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge