ყვავები სხვა ფრინველებისგან ძალიან განსხვავდებიან, მათ ადამიანის სახის დამახსოვრება 6 თვის განმავლობაში შეუძლიათ

  • სხვადასხვა
  • 3 ივნისი 14:56, 2020 წელი

თბილისში ყვავები გუშინ რამდენიმე ადამიანს თავს დაესხა, სოციალურ ქსელში ფაქტის ამსახველი  ვიდეოც გავრცელდა.

უკვე მრავალი საუკუნეა ყვავები მრავალი ქვეყნის მითსა და გადმოცემებში პოპულარობით სარგებლობენ. მათ უამრავი საინტერესო თვისება აქვთ, რომლის შესახებაც, შესაძლოა, არასდროს გსმენიათ.

ყვავი ერთ-ერთ ყველაზე ჭკვიან ფრინველად ითვლება. როდესაც საუბარია დაზვერვაზე, ეს ფრინველები გამოკვლევების თანახმად, რეაგირებენ ბევრად უკეთ, ვიდრე დელფინები და შიმპანზეები. ყვავებმა, რომლებიც ქალაქებში ბინადრობენ,  ისწავლეს საკვების ადვილად მოპოვება, ადამიანების საკმაოდ ეშმაკური მეთოდებით მოტყუებით. ყვავებს, რომლებიც ველურ ბუნებაში გვხვდებიან, შეუძლიათ მაღლიდან ქვების სროლა იმ ადამიანის მიმართულებით, რომელიც მათ ბუდეს მიუახლოვდება.


ადამიანებთან მცხოვრებ ყვავებს შეუძლიათ ლაპარაკის სწავლა ბევრად უკეთ, ვიდრე ზოგიერთი თუთიყუში. ამ ფრინველებს ასევე შეუძლიათ გაიმეორონ ავტომობილის ძრავის ხმა, ასევე ტუალეტის ჩარეცხვისა და ცხოველების. ველურ ბუნებაში ყვავები ხშირად ბაძავენ მგლებსა და მელიებს. მათი ძახილის იმიტირებით ყვავებს ხშირად შეუძლიათ დააფრთხონ და მოაცილონ ისინი ნანადირევს, ხოლო თავად ნარჩენებით ჩაიტკბარუნონ პირი.


„ისინი სხვა ფრინველებისგან ძალიან განსხვავდებიან. კვლევებმა აჩვენა, რომ მათ საკმაოდ კარგი მახსოვრობა აქვთ და ადამიანების ამოცნობა შეუძლიათ. თუ ერთხელ მათ საკვებს დაუდებთ და ამას რაღაც პერიოდის განმავლობაში გაიმეორებთ, ისინი დაგიმახსოვრებენ, უკან გამოგყვებიან და დაგაკვირდებიან. იგივე ხდება იმ შემთხვევაში თუ მათ შეაწუხებთ“,- ამბობს ვანკუვერის ფრინველის კვლევის ცენტრის თავმჯდომარე, დერეკ მეთიუ.

სრული ვერსიის ნახვა სხვადასხვა