მუნიციპალურ ტრანსპორტში გაგრილების სისტემის ჩართვა იკრძალება

  • pia.ge
  • 29 მაისი 09:31, 2020 წელი

კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს საკოორდინაციო საბჭოს მიერ დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით მოემსახურება.

როგორც ცნობილია, მგზავრობისას აუცილებელი გახდა კონკრეტული, დადგენილი წესების დაცვა.


"კერძოდ: აკრძალულია მგზავრის დაშვება მიკროავტობუსში დამცავი პირბადის გარეშე, ასევე აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებაში ფეხზე მდგომი მგზავრის აყვანა, აიკრძალა გაგრილების სისტემის ჩართვა და ასევე სავალდებულოა სატრანსპორტო საშუალების ღია ფანჯრებით გადაადგილება.  ამასთან ერთად მოგახსენებთ რომ COVID-19 -ის გავრცელებისგან თავის დაზღვევის მიზენით კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ სატრანსპორტო ხაზზე გასულ ყველა მიკროავტობუსს ავტოფარეხში დაბრუნებისთანავე ყოველდღე ჩაუტარებს დეზინფექციას. 


კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ წინასწარ მადლობას უხდის მგზავრებს დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებისთვის",- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge