„ხშირად მიფიქრია, ღირდა თუ არა ეს ყველაფერი იმად, რაც ახლა მჭირს"

  • 26 მაისი 17:00, 2020 წელი

როგორც 20-21 ივნისის აქციის დარბევისასა დაზარალებული მაკო გომური ამბობს, ერთი წლის წინ განვითარებული საპროტესტო პროცესებს ლოგიკური დასასრული არ ჰქონია.

ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ გადააფასა ერთი წლის წინანდელი მოვლენები, მაკო გომური პასუხობს:


„ამაზე ძალიან ხშირად მიფიქრია. როდესაც თავს ცუდად ვგრძნობ ყოველთვის ამაზე ვფიქრობ - ღირდა თუ არა ეს ყველაფერი იმად, რაც მე მჭირს ახლა.


მაგრამ მე იმედი მაქვს. პირველ რიგში ახალგაზრდების, რადგან ვხედავ ჯანსაღ აზრს და ამიტომ არასდროს დავიხევ უკან ჩემს თავთან და არ ვიტყვი - რატომ", - ამბობს მაკო გომური ტელეკომპანია „პირველთან" საუბრისას.