ცოლი იზოლაციაში მშობლებთან დარჩა, გაბრაზებულმა ქმარმა კი ახალი ცოლი მოიყვანა

  • 10 მაისი 13:52

ინდოეთში მკაცრი კარანტინია გამოცხადებული და ადგილობრივებს ქალაქიდან ქალაქში გადაადგილებაც შეზღუდული აქვთ. აკრძალვა 3 მაისამდე გაგრძელდება და მანამდე კი ბევრი საინტერესო ისტორია ვრცელდება.

ერთ-ერთი ასეთი ამბავი ეხება მამაკაცს, რომელმაც მეუღლეს მშობლებთან ერთად იზოლაცია ვერ აპატია და ძველ შეყვარებულზე იქორწინა.

ინციდენტი ქალაქ პალიგანჟშთაში მოხდა. დირაი კუმარის მეუღლე მეზობელ ქალაქში მშობლებს ესტუმრა. მალევე ქვეყანაში კარანტინი გამოცხადდა და ქალმა უკან დაბრუნება ვერ შეძლო, რამეთუ ტრანსპორტით გადაადგილება აიკრძალა.

კუმარი ცოლს ურეკავდა და მკაცრად მოითხოვდა, რომ ქალი სახლში დაბრუნებულიყო. შედეგად წყვილს ურთიერთობა დაეძაბა, საგანგებო მდგომარეობის 3 მაისამდე გადავადებამ კი სიტუაცია უფრო დაამძიმა.

ინდოელი გაცეცხლდა და ცოლზე შურის საძიებლად ძველ შეყვარებულზე იქორწინა. როდესაც მისმა მეუღლემ მეორე ქორწინების შესახებ გაიგო, პოლიციაში წავიდა და ქმარს ღალატისთვის უჩივლა.

კუმარი პოლიციაში დაიბარეს. ორ-ცოლიანობის ფაქტი დადასტურდა და მოღალატე მაშინვე დააპატიმრეს.

წყარო