ესპანეთში მოქალაქეებისთვის გარკვეული პერიოდით სანაპირო გაიხსნა

  • 8 მაისი 17:00

„როიტერის“ ინფორმაციით, ბარსელონაში მოქალაქეებისთვის 06:00 საათიდან 10:00 საათამდე სანაპიროები გაიხსნა. დროის ამ მონაკვეთში მოსახლეობას საშუალება ექნება, ზღვაში იცურაოს და პლაჟზე ირბინოს.

დღეს სანაპიროებზე პოლიცია პატრულირებდა.


ამასთან, ესპანეთის მთვარობა უახლოეს დღეებში გადაწყვეტს, რომელი რეგიონები გადავლენ შეზღუდვების შემსუბუქების მეორე ეტაპზე. ზომების შემსუბუქების მეორე ეტაპი კი, სოციალური დისტანციის წესის დაცვით კაფე-ბარების, რესტორნებისა და სამლოცველოების გახსნას გულისხმობს.


 


წყარო