კრიშტიანუ რონალდუ კარანტინშია
- 8 მაისი 16:19, 2020 წელი
უცხოური მედიის ინფრომაციით, კრიშტიანუ რონალდუ კარანტინშია.
ტურინის „იუვენტუსის“ ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ 14-დღიან კარატნინშია, ის იტალიაში 6 მაისს დაბრუნდა და აუცილებელ კარანტინში იმყოფება.
„იუვენტუსის რამდენიმე ფეხბურთელმა ვარჯიში უკვე დაიწყო“, - აღნიშნა „იუვენტუსის“ ადმინისტრაციამ.
რონალდუ თავის მშობლიურ კუნძულ მადეირაზე 2 თვის განმავლობაში იმყოფებოდა. მან ბოლო მატჩი „ინტერის მილანის“ წინააღმდეგ ითამაშა.