ვინ არის ნიკოლოზ გამყრელიძის მეუღლე და რას საქმიანობს?

  • 6 მაისი 10:29, 2020 წელი

ნიკოლოზ გამყრელიძემ თათია შარანგიას ინსტაგრამის ლაივში მისი და მისი მეუღლის სოფო კომახიძის ურთიერთობაზეც ისაუბრა, ისინი უკვე 13 წელია რაც ერთად არიან, ერთმანეთი კი 2005 წელს გაიცნეს, ოჯახის შექმენა კი ორი წლის შემდეგ გადაწყვიტეს.

"სოფოში ყველაზე მეტად ის სითბო მიყვარს, რაც ოჯახის, ჩემი და ჩემი ბავშვების მიმართ აქვს. ასევე ღიაობა, მნიშვნელოვანია ურთიერთობა იყოს ტრანსპარენტული.


სწორედ ეს წარმოშობს იმ ურთიერთობას რაც გვაქვს. ვცდილობ ხშირად დავუთმო, მაგრამ უფრო დაბალანსებული ურთიერთობა გვაქვს.


თათია შარანგია დაინტერესდა, როგორი კულინარია უმცროსი გამყრელიძის მეუღლე.


“რთული კითხვაა. უფრო გარეთ ჭამა გვიყვარს, აღდგომაზე ჩაქაფული გააკეთა და ძალიან მოგვეწონა. კვირის დღეები ერთფეროვანი მაქვს, საღამოობით ვვარჯიშობ და მერე მოვდივარ სახლში. სოფო უფრო მეტად დაკავებულია, ბოლო ორი წელი სწავლა გადაწყვიტა, სამსახურს თავი დაანება და სამ ბავშვს უვლის. ამ ყველაფრის მართვა დიდი გამოწვევაა.


ჩვენ გვყავს ახლო მეგობრების წრე, ხშირად ვიკრიბებით ერთმანეთის სახლებში, ახლა აღარ გამოგვდის და იმედი მაქვს მალე შევძლებთ შეკრებას. ბევრი მხიარული დღეები გვაქვს, სწრაფად შეგვიძლია წვეულება დავაორგანიზოთ” – აღნიშნა ნიკოლოზ გამყრელიძემ.