"ცხოვრება ამად ღირს!” – დავით ცინარიძის მეუღლის მიმართვა ქალებს

  • 3 მაისი 18:04

საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსის დავით ცინარიძის და მისი მეუღლის ოჯახური კონფლიქტის მიზეზის მიმართ საზოგადოების ინტერესი არ წყდება.

კონფლიქტი დავით ცინარიძეს და მანანა ბოლოთაშვილს შორის 28 აპრილს საღამოს მოხდა, საქმეში ფიგურირებს იარაღიც, რომელიც საპატრულო პოლიციის ყოფილმა მაღალჩინოსანმა გაისროლა, რის შემდეგაც ადგილზე პოლიცია მივიდა და ცინარიძე დააკავეს.

-ქალბატონო მანანა, რა მოხდა თქვენი და თქვენი მეუღლეს შორის?

– ამ ეტაპზე გამოძიება მიმდინარეობს, რის გამოც თქვენს კითხვებს პასუხს ვერ გავცემ.

– თქვენი კონფლიქტის მიზეზად სხვადასხვა ვერსიები გავრცელდა…

– შემიძლია მხოლოდ დავადასტურო რომ ფიზიკური დაზიანებები არ მიმიღია, ბავშვები ინციდენტს არ შესწრებიან.

– ამბობენ, რომ ეკა ყურშიტაშვილის შესახებ გასული სიუჟეტის გამო დაიწყო ჩხუბი ოჯახში…

– ამ აბსურდზე კომენტარსაც არ გავაკეთებ.

– ნანობთ ოჯახური კონფლიქტის ასე დასრულებას?

– ყველას ვინც ამ კითხვას მისვამს ვთხოვ, რომ უბრალოდ ყოველთვის იბრძოლონ ხვალინდელი დღისათვის, ცხოვრება ამად ღირს!

– გავრცელდა ვერსია, რომ თქვენი უფროსი ქალიშვილი ბატონმა დავითმა გააღვიძა, სად იმყოფებოდნენ ბავშვები ინციდენტის დროს?

– ამ კითხვებზე გამოძიების დასრულებამდე პასუხს ვერ გაგცემთ.


წყარო