„20:57 წუთზე გაგვაჩერა პატრულმა და...“ - დაუჯერებელი ამბავი - რა მოხდა თბილისში კომენდანტის საათის დადგომამდე რამდენიმე წუთით ადრე?

  • 30 აპრილი 16:07

თბილისში კომენდანტის საათამდე რამდენიმე წუთით ადრე თავსგადამხდარ ისტორიას სოციალურ ქსელში მოქალაქე თამუნა ჩუტკერაშვილი ავრცელებს.

მისი მონათხრობის მიხედვით, საპატრულო ეკიპაჟის თანამშრომლებმა დაჯარიმების თავიდან აცილების მიზნით მას და მის მეუღლეს სახლამდე მიყვანა შესთავაზა.


თამუნა ჩუტკერაშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:


„გუშინ საღამოს 20:57 წუთზე გადმოვკვეთეთ სანაპიროს მხრიდან გზა მე და ბესომ, რათქმაუნდა ჩქარი ნაბიჯით, რომ პატრულმა გაგვიჩერა მანქანა (წარმოვიდგინე, როგორ გვაჯარიმებენ, როგორ ვიშვიშებ და როგორ მიკანკალებს ხელები ამხელა ჯარიმის გადახდის დროს) და კითხვა მანქანიდან შორს ცხოვრობთ?


ჩვენ ვუთხარით, რომ სულ მალე ეზოში შევიდოდით ვიფიქრეთ წაგიყვანდითო .... გავშტერდით, მადლობა გადავუხადეთ და შემოვაბიჯეთ ეზოშიც.


მთელი ღამე მეფიქრებოდა იმ ორ ახალგაზრდა გოგოსა და ბიჭზე სამშობლოს, რომ ემსახურებიან და ადამიანობა არ დაუკარგავთ.


ალბათ იფიქრეს თუ სხვა ეკიპაჟი გაგვაჩერებდა შესაძლოა დავეჯარიმებინეთ.


პ.ს. ყველა წესზე და კანონზე უპირატესი სიყვარული და ადამიანობაა“, - წერს თამუნა ჩუტკერაშვილი.