ნიკოლოზ მჭედლიშვილი შალვა ნათელაშვილს: თქვენ არ გაქვთ პოლიტიკაში ყოფნის უფლება

  • 30 აპრილი 15:49

შალვა ნათელაშვილს რაღაც დაუწერია ბადრი პატარკაციშვილის ოჯახზე, „იმედზე“ და მათ სინდისზე. მინდა ვუთხრა ბატონ შალვას -  ვინ, ვინ და თქვენ არ გაქვთ საერთოდ ასეთი საუბრების უფლება, თქვენ არ გაქვთ პოლიტიკაში ყოფნის უფლებაც,- ამის შესახებ ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს

ექსპერტი ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის სტატუსს ეხმიანება, რომელიც ნათელაშვილმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა და სადაც ის „იმედის“ ჟურნალისტებს ზონდერებად მოიხსენიებს, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს კი ასე მიმართავს: „სირცხვილი ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს“.


მჭედლიშვილის თქმით, შალვა ნათელაშვილი არა ხალხზე, არამედ ყოველთვის თავის თავზე ზრუნავდა.


„შალვა ნათელაშვილს რაღაც დაუწერია ბადრი პატარკაციშვილის ოჯახზე, „იმედზე“ და მათ სინდისზე. მინდა ვუთხრა ბატონ შალვას, ვინ, ვინ და თქვენ არ გაქვთ საერთოდ ასეთი საუბრების უფლება, თქვენ არ გაქვთ პოლიტიკაში ყოფნის უფლებაც. რომელ სინდისსა და ვის სინდისზე საუბრობთ, იქნებ ხალხს უთხრათ, საიდან გაქვთ სახლი დუშეთში რით ცხოვრობთ, როგორ შოულობთ ფულს? იქნებ გვითხრათ, რა თანხა დაჯდა თქვენი სახლის აუზის მოწყობა?  ნუ ატყუებთ ხალხს, რომ მათზე ზრუნავთ. თქვენ მხოლოდ თქვენს თავზე ზრუნავდით ყოველთვის“,- წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.