"შენ ხარ ადამიანი, რომელსაც შეუძლია ყველაფერზე წავიდეს" -ირაკლი ლატარია შალვა ნათელაშვილს

  • 30 აპრილი 15:28

ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უამრავი გამოხმაურება მოყვა.

ლატარია შალვა ნათელაშვილს მიმართავს, რომელმაც სოციალურ ქსელში ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი გალანძღა და ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტები ზონდერებად მოიხსენია.

ირაკლი ლატარია ნათელაშვილს ყველაფერზე წამსვლელ ადამიანად მოიხსენიებს.

"გარეწარ, პოლიტიკურ ,,პრასტიტუტკა” შალვა ნათელაშვილს ვპასუხობ – სადაც კი უსინდისობაზე, ქრთამზე, გაყიდვაზე, უნამუსობაზე არის საუბარი ყველგან მახსენდები შენ, კი, ზუსტად შენ.

ის კაცი, რომელსაც შეგიძლია ,,გააპრავო” მკვლელები, ჩაეხუტო მათ, ფული აიღო.

ამ ფულით მხოლოდ საკუთარი სული გაინელო და სხვები, შენი ძალიან ახლობლებიც კი ფეხებზე დაიკიდო.

შენ ხარ ადამიანი, რომელსაც შეუძლია ყველაფერზე წავიდეს, შეუძლია აგინოს მოკლულ ბადრის და დაიცვას ისინი, ვისაც მის მკვლელობაში აქვს წვლილი მიღებული.

ტელეკომპანია „იმედს” რომ ეხები, ჯერ რეიტინგები ნახე და მხოლოდ ამის შემდეგ ამოდგი შენი ბინძური ენა.

ოდესმე თუ ვასწავლე საჯარო პოლიტიკა და მმართველობა, აუცილებლად ჩემს სტუდენტებს გავაცნობ შენს ბიოგრაფიას სახელწოდებით, როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკოსი და ზოგადად კაცი”,- წერს ირაკლი ლატარია.