ცერცვაძე: ცნობილია თარიღი როდის დაიწყება პანდემიის დაღმასვლა

  • 30 აპრილი 13:53

უახლოესი ერთი კვირა, კორონავირუსის შემთხვევებმა შეიძლება კიდევ მოიმატოს, მაგრამ მატება არ იქნება დრამატული, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მატება არ იქნება დრამატული, არ იქნება ასეულები. იქნება ისევ ორი-სამი-ოთხი ათეული შემთხვევა, რაც ერთი-ორჯერ იყო.


პატარა პიკი გვქონდა, ერთხელ იყო 32 შემთხვევა, ერთხელ 40 – სულ ეს იყო ჩვენი პიკი ჯერჯერობით.


მე მგონია ასე, თორემ ჩემი კოლეგების აზრი ვიცი, ისინი უფრო ოპტიმისტები არიან, გამოთქვამენ აზრს, რომ პიკს უკვე მივაღწიეთ, ახლა იქნება პლატო და შემდეგ დაღმავალი.


მე კი ვფიქრობ, რომ უახლოესი ერთი კვირა მატება შეიძლება მაინც იყოს, მაგრამ არ იქნება ასეულები, შეიძლება იყოს რამდენიმე ათეული დღეში, შემდეგ იქნება პლატო და შემდეგ დაღმავალი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.


წყარო