„მინდა ეს ჭორი ”ღამის სიჩუმესავით გავფანტო” - გამოვედი „ჯოჯოხეთური“ საქმიდან“

  • 30 აპრილი 12:32

ჟურნალისტი მანანა მანჯგალაძე სოციალურ ქსელში მის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უსაფუძვლო ჭორს უწოდებს.

მანჯგალაძე საინფორმაციო სამსახურის უფროსოსბას მისი ცხოვრების ერთ-ერთ საშინელ პერიოდად იხსენებს და აღნიშნავს, რომ ერთხელ და სამუამოდ დაამთავრა „ჯოჯოხეთური“ სამუშაო რომელშიც აღარსოდეს დაბრუნდება.


„არც ვაპირებდი ამ თემისთვის ყურადღების მიქცევას, წინა კვირასაც რამდენიმე ჟურნალისტმა დამირეკა.


თბილისში ჭორები ხანდახან არსაიდან ჩნდება… მაგრამ დღეს ტვ-ში (ტელეკომპანია „პირველი“) მისულს მოწვეულმა სტუმარმაც რომ მითხრა მივხვდი, საიდანაც მოდის და მინდა ეს ეჭვები თუ რაც ქვია ”ღამის სიჩუმესავით გავფანტო”.


მეკითხებიან და მეუბნებიან, რომ უკვე „მთავარში“ ვარ და თან საინფორმაციოს უფროსად.


დავიწყოთ იქიდან რომ ასეთი რამ არ ყოფილა, მსგავსი შემოთავაზება არ მქონია. თან ძაან გამეცინა, ცხოვრებაში ერთხელ უკვე დავუშვი შეცდომა და მეორეჯერ აღარ ვაპირებ.


ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საშინელი პერიოდი იყო საინფირმაციოს უფროსობა და მგონი ერთადერთი ვარ ვინც თავისი ნებით წავიდა, ასეთი დისკომფორტი ცხოვრებაში არ მქონია.


ჩემმა ახლობლემა კი იციან საინფორმაციო და პოლიტიკური გადაცემებისადმი ჩემი დამოკიდებულება.


დავამთავრე ეგ ამბავი, გამოვედი „ჯოჯოხეთური“ საქმიდან, ძალიან დიდი დოზით იყო პოლიტიკა ჩემს ცხოვრებაში და დავამთავრე.


ამის გამო, უარი თავის დროზე ყველა შემოთავაზებაზე ვთქვი. თუ ოდესმე გადაცემას გავაკეთებ, და ზუსტად ვიცი რომ გავაკეთებ, ეს არ იქნება პოლიტიკასთნ კავშირში.


მეორე არგუმენტი და ეს ჩემი არგუმენტია: მე ვერასდროს ვერ ვიქნები ობიექტური, მეგობრობის და ურთიერთობების გამო.


ამიტომაც და კიდევ სხვა მიზეზების გამო, ვინც ანერვიულდით და ეს ჭორი გაავრცელეთ მშვიდად იძინეთ. ძალიან კმაყოფილი ვარ, რასაც დღეს ვაკეთებ“, – წერს მანანა მანჯგალაძე სოციალურ ქსელში.