• 00:00, 0000 წელი


არსებობენ ადამიანები, რომლებიც გამუდმებით აპოკალიფსისა და სამყაროს დასასრულის მოლოდინში არიან. სწორედ მათთვის, სხვადასხვა კომპანიამ წამოიწყო სპეციალური საცავების, ე.წ. ბუნკერების სოფლების დაარსება და გაყიდვა, რაც საკმაოდ მომგებიანი ბიზნესი აღმოჩნდა, რადგან ბევრი დაინტერესდა კომპანიების შეთავაზებით.

 

ბუნკერი მიწის ქვეშაა მოქცეული და საკვების, სასმელი წყლის, ფქვილის, ბენზინის, დიზელისა და სხვა სიცოცხლისთვის აუცილებელი ნივთების 12 წლის საკმარისი მარაგი აქვთ შენახული.

 

„სამყაროს დასასრულის ბუნკერი“ შესაძლოა, რამდენიმე მილიონი ღირდეს. ბოლო ხანებში კი მისი პოპულარობა გაიზარდა, რადგან ხალხს შეეშინდა კლიმატის ცვლილების, საზოგადოების ტექნოლოგიური დამხობისა თუ გლობალური ბირთვული ომების.

 

არსებობს ბუნკერები, რომლებიც შედარებით იაფია და 35 000 დოლარი ღირს, მაგრამ მის მეპატრონეებს მაინც უწევთ წელიწადში 1000 დოლარის გადახდა. თუმცა, ზოგიერთი ბუნკერის სოფლის დამაარსებელი კომპანია მხოლოდ ძალიან მდიდრებს ემსახურება. იქ ერთი ერთეული ბუნკერის ფასი 3 მილიონიდან იწყება.

 

ზოგიერთი ძვირად ღირებული ბუნკერი ზეკეთილმოწყობილია. მასში განთავსებულია კინოთეატრები, აუზები და ქვის კედლები. თუმცა, სამყაროს დასასრულის თავშესაფრები რამდენიმე ძირითადი მახასიათებლით გამოირჩევიან: აფეთქების საწინააღმდეგო კარები, უამრავი გაყინული პროდუქტი და სამედიცინო ხელსაწყოები და წამლები.

 

მეპატრონეებს ბუნკერი დღევანდელი პანდემიის დროს გამოადგათ. ბევრი იქ ოჯახებით გადასახლდა და იზოლაციაში მოექცა.

 

ჟურნალი Walson for Wall Street Journal ესაუბრა რამდენიმე ადამიანს, რომლებმაც პანდემიის პერიოდში საბოლოოდ იპოვნეს იმ ბუნკერების დანიშნულება, რომლებიც სამყაროს დასასრულისთვისაა გამიზნული და წლების წინ იყიდეს.

 

„თუ თქვენ ყველაფერი გამოგივათ, ჩვენც კარგად ვიქნებით, მაგრამ არ გვინდა, ვიყოთ ვირუსის მატარებელი და გამავრცელებელი“, – თქვა ერთ-ერთი ბუნკერის პატრონმა, რომელსაც ბუნკერის კეთილმოწყობასა და მარაგის შექმნაში 240 ათასი დოლარი აქვს დახარჯული.

 

დრუ მილერმა, Fortity Ranch-ის (ბუნკერების სოფელი) დამფუძნებელმა თქვა, რომ კორონავირუსის გარშემო ატეხილმა პანიკამ გაყიდვები გაზარდა. მისი თქმით, კომპანიამ ბოლო ორ თვეში გაყიდა კოლორადოში 100, ხოლო დასავლეთ ვირჯინიაში 60 ბუნკერი.

 

„ჩვენი კლიენტების უმეტესობა არიან პროფესიონალი სამხედროები, ბიზნესმენები, პოლიციელები და ადამიანები, რომლებიც აცნობიერებენ, რომ სამყაროს დასასრულისას ქალაქის გარეუბნებში გასვლის აუცილებლობა არსებობს“, – თქვა მილერმა. როდესაც ყველაფერი ძალზე ცუდადაა, ეს არის ნამდვილი კოლაფსი და უდიდესი საშიშროება ადამიანებისთვის. ამიტომ, ბევრ ადამიანს არ სურს გაჩერება ქალაქში ან სოფელში და მიდის ბუნკერში. მათ უნდათ, რომ შორს იყვნენ საფრთხისგან და არავინ შეაწუხოს“.

 

საზოგადოება ბუნკერების მფლობელებს ხშირად არანორმალურებად მიიჩნევს.

 

„არ ვფიქრობ, რომ ვინმესგან ძალიან განსხვავებულები ვართ“, – თქვა ვალსონმა, რომელიც იურისტია და სამი წლის წინ შეძენილ ბუნკერს ახლა პანდემიისგან თავშესაფრად იყენებს. „ადრე ხალხი გიჟებს გვეძახდა, ახლა კი ბევრი ადამიანი მიხვდა, ძალიან საჭიროა ასეთი სივრცის არსებობა“.

 

ბუნკერების მფლობელები ამბობენ, რომ ახლა პირისპირ აღმოჩნდნენ იმ პანდემიის წინაშე, რომელსაც როგორც ამერიკელი ექიმები, ასევე პოლიტიკოსები აპოკალიფსურ პანდემიას ეძახიან.

წყარო