„სრულიად წარმოუდგენელი სცენა...ან მე ვერ ვხვდები ვერაფერს ან ესენი ავად არიან“...

  • 26 აპრილი 10:22

ექიმი კოტე მათითაშვილი სოციალურ ქსელში მედიკოსების ჯგუფურ ფოტოს ეხმიანება.

მათითაშვილი წერს, რომ ამ ეპიდემიის დროს ეს სრულიად წარმოუდგენელი სცენაა.

 


„ან მე ვერ ვხვდები ვერაფერს ან ესენი ყველანი ავად არიან Covid -19 ით, ან სხვა უკურნებელი სენით და ჯგუფურ-კლასტერულ სურათს იღებენ … დისტანციის და დაცვის საშუალებების დედაც … ნიღბები ჯიბეში, ყბაზე, ფარები ხელში … სხვა დეტალებზე აღარ ვსაუბრობ … სრულიად წარმოუდგენელი სცენა … დღეს … გაგანია „კარანტინია” ქვეყანაში ! ისტორიული ფოტოა ეს !!! ყველანი გატესტილ-ნეგატიურები თუ არიან შესანიშნავია – მიუხედავად ამისა ქცევა და ნორმები …” - წერს კოტე მათითაშვილი სოციალურ ქსელში.


ცნობისთვის, 25 აპრილს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მედიკოსები შეიკრიბნენ.


შეხვედრის დროს განიხილეს წინასწარი შედეგები და გაიმართა დისკუსია ვირუსთან დაკავშირებით.