რა ემართება ორგანიზმს როცა ყავის დალევას თავს ანებებთ

  • 25 აპრილი 20:21

აბა ვნახოთ რა შეიძლება გამოიწვიოს ყავაზე უარის თქმამ:

1. იცვლება სხეულის წონა


ყავის დალევისთვის თავის დანებებამ შეიძლება სხეული წონის ცვლილება, კონკრეტულად კი წონაში მომატება გამოიწვიოს. კოფეინი მოქმედებს, როგორც მეტაბოლიზმის გამაძლიერებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ კალორიებს ყავის მირთმევის შემდეგ სხეული უფრო ეფექტურად წვავს, როდესაც ყავის დალევას წყვეტთ, მოსალოდელია წონაში მომატება.


2. კონცენტრაციის კარგი უნარი აღარ გაქვთ 


ყავა ორგანიზმს ადრენალინის გამომუშავებაში ეხმარება და დოფამინის დონეს ასტიმულირებს , რაც ტვინის აქტივობის ხარისხს ზრდის. როცა ყავას ვსვამთ, უკეთ ვკონცენტრირდებით და უკეთ ვმუშაობთ.


3. როცა ყავის დალევას წყვეტთ, ეს ცუდად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე


ყავა სტრესის ხარისხს ამცირებს და ადამიანს ეხმარება დეპრესიის დაძლევაში. ხოლო როცა მის დალევას წყვეტთ, ყოველივე ნერვულ სისტემაზე უარყოფითად აისახება და შესაძლოა, ნერვული აშლილობაც კი გამოიწვიოს.


4. ყავის დალევის შეწყვეტის შემდეგ ადამიანში შფოთვის ხარისხი იზრდება


კოფეინი ადამიანზე დამამშვიდებლად მოქმედებს და ადამიანი ყავის მიღების შემდეგ უფრო მშვიდი ხდება, ხოლო როცა მის მიღებას თავს ანებებთ, იზრდება შფოთვის ხარისხი. 


5. თავი უფრო ხშირად გტკივათ 


თუ ყავის დალევას შეწყვეტთ, შესაძლოა, ამან თავის ტკივილი გამოიწვიოს. სამწუხაროდ, ყავის დალევისთვის თავის დანებებას ყველაზე ხშირად სწორედ ეს გვერდითი ეფექტი აქვს.


წყარო