"კარგი დღეა საგანმანათლებლო საქმეებისთვის, ძველი ნივთების მოსაშორებლად და უძრავი ქონების შესაძენად"
- 24 აპრილი 13:24, 2020 წელი
დღეს მზისა და მთვარის ენერგიები კუროს ზოდიაქოს ნიშანში გაერთიანდება, რაც სტაბილურობაზე მიუთითებს.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – კარგი დღეა საგანმანათლებლო საქმეებისთვის, ძველი ნივთების მოსაშორებლად, შემოქმედებითი მუშაობისთვის, სიყვარულისთვის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, პარფიუმერიისა და უძრავი ქონების შესაძენად.
ჯანმრთელობა – ყელის არე, ენდოკრინული სისტემა, სწორი ნაწლავის ზონა.
დღის ფერები და მინერალები – ყავისფერი, ლიმნისფერი, მწვანე და ლურჯი. ეს ფერები გაზრდიან თქვენს შარმს. მინერალებიდან გამოიყენეთ აქატი, მალაქიტი, ქრიზოპრაზი, ამეთვისტო, ზურმუხტი, ეს მინერალები სასიკეთო კოსმიურ ენერგიებს მოიზიდავს.
ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა კუროს, კირჩხიბისა და ქალწულისთვის, ნეგატიურია დღე მშვილდოსანთათვის და მერწყულეთათვის.