"გირჩის“ აქციაზე დააჯარიმეს ადამიანი, რომელიც იპოდრომზე სეირნობდა

  • 23 აპრილი 15:26

„გირჩის“ აქციაზე დააჯარიმეს მოქალაქე, რომელიც იპოდრომზე სეირნობდა. როგორც მოქალაქე განმარტავს, ის „გირჩის“ აქტივისტი არ არის, იპოდრომთან ახლოს ცხოვრობს და ყოველდღე სეირნობს ხოლმე.

„თავიდან იპოდრომზე რომ ვიყავი მოვიდნენ პოლიციელები და მითხრეს, რომ თქვენი იდენტიფიცირება უნდა მოვახდინოთო. შემდეგ მომიყვანეს აქ და მითხრეს, რომ აქციაში იღებდით მონაწილეობასო და დამიწერეს ჯარიმა.


იპოდრომზე მე ყოველდღე ვსეირნობ ხან ველოსიპედით და ხან ფეხით.აქვე ვცხოვრობ. ესენიც აქ იყვნენ და მეც აქ ვიყავი. მეტი არაფერი ვიცი“,- აღნიშნა მოქალაქემ.


ზურა გირჩი ჯაფარიძე და აქციის მონაწილეები იპოდრომზე შეიკრიბნენ და „სამკურნალო აქცია“ გამართეს. გამართულ აქციაზე ზურა ჯაფარიძეც დააჯარიმეს, თუმცა როგროც ის ამბობს, ჯარიმის გადახდას არ აპირებს და პროტესტს გააგრძელებს. აქციაზე ასევე დააკავეს რამდენიმე ადამიანი.


ასევე დაგაინტერესებთ:


რამდენი ლარით დააჯარიმა პოლიციამ ზურა ჯაფარიძე?