„პაციენტები კორონავირუსისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს მალავენ“ - სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის დირექტორი

  • 19 აპრილი 19:54

„რუსთაველი მოქალაქეები ხშირად სააწრაფო დახმარების გამოძახებისას კორონავირუსისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს მალავენ“ - ამის შესახებ „ინფო რუსთავს“ რუსთავის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის დირექტორმა პაატა ბაჩილავამ განუცხადა.

როგორც ბაჩილავა საუბრისას აღნიშნავს, მოსახლეობამ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს, რადგან, თუ ექიმების უმრავლესობას თვითიზოლაციაში გადასვლა მოუწევს, რუსთაველებისთვის დახმარების გაწევა გართულდება.


“ეს არ ხდება მასიურად, თუმცა საკმაოდ ხშირია ტყუილი. ზომები ამ კუთხით განსაკუთრებით გავამკაცრეთ, რომ ექიმები იყონ დაცული. მინდა მოსახლეობას მივმართო, ნუ მოიტყუებიან, ისევ საკუთარ უსაფრთხოებაზე და ჯანმრთელობაზე იფიქრონ, თუ სხვაზე არა. თუკი ექიმებს მოუწევთ თვითიზოლაციაში გადასვლა, ისინი ავადმყოფებთან მისვლას და მათთვის დახმარების აღმოჩნას ხომ ვეღარ შეძლებენ”,- აცხადებს პაატა ბაჩილავა.


ამ კუთხით, რუსთავი გამონაკლისი არ არის. ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსის, ამირან გოგიტიძის ინფორმაციით, სასწრაფოს გამოძახებისას სიმპტომების დამალვა ქვეყნის მასშტაბით ხდება. გოგიტიძე მოსახლეობას მიმართავს და აცხადებს, რომ ავადმყოფობა სირცხვილი არ არის. მისი თქმით, ექიმების საფრთხის წინაშე დაყენება, გაუმართლებელია.


წყარო