• 00:00, 0000 წელი

"ამასწინათ ტელევიზიაში ორი ქართველი მამაკაცი კამათობდა. ერთმა არგუმენტად ფრენსის ფუკუიამას რომელიღაც დებულება მოუყვანა. მეორეს თვალები გაუნათდა, ასეთ "სატოპკეს" არ ელოდა და მიახალა:


"თქვენგან განსხვავებით, მე პირადად ვიცნობ ფუკუიამას"-ო. პირველი დაიბნა. მე ასე ვუპასუხებდი. "ალბათ კანტს ყველაზე კარგად მისი მებაღე იცნობდა, თუმცა ძალიან მეეჭვება, რომ ეს გაუადვილებდა მას "წმინდა გონების კრიტიკის" გაგებას. ან, განა ის ვინც სხვებზე უფრო ახლობლურად ურთიერთობდა პეტრე ჩაიკოვსკისთან, მხოლოდ ამის გამო, განსაკუთრებით კარგად შესძლებდა მისი დიდებული პირველი საფორტეპიანო კონცერტის შესრულებას?"