დიღმის მასივში საცხოვრებელ კორპუსში ცეცხლი გაჩნდა
- 11 აპრილი 15:12, 2020 წელი
სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა 3 ეკიპაჟი მუშაობს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.