ზუგდიდში კერძო სახლი იწვის

  • 11 აპრილი 10:20

ზუგდიდში, კერძო სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე სახანძრო სამაშველო სამსახური მუშაობს.

ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ორსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ბუხრიდან აალდა და სახურავს მოედო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ოჯახის წევრებმა სახლიდან გამოსვლა მოახერხეს. ადგილზე ხუთი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. ცეცხლი ლოკალიზებულია