კორონავირუსისგან საქართველოში კიდევ 2 პაციენტი განიკურნა
- 10 აპრილი 12:10, 2020 წელი
კორონავირუსთან დაკავშირებით, საზოგადოების ინფორირების მიზნით მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ჯამში 54 პაციენტია გამოჯანმრთელებული.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირების 230 დადასტურებული შემთხვევაა. ინფექციისგან სამი გარდაიცვალა.