გვიცავს თუ არა რეზინის ხელთათმანი კორონავირუსისგან

  • 6 აპრილი 23:43, 2020 წელი

ბრიტანელი ექიმი კარან რანგარაჯანი შეცდომად თვლის იმ ადამიანების ქცევას, რომლებიც პანდემიის დროს რეზინის ხელთათმანებს იყენებს.

მედიკოსის თქმით, მხოლოდ ხელთათმანის ტარება ვერ გვიცავს ვირუსისგან, ვინაიდან სახლიდან გამოსულები ერთი და იგივე ხელთათმანით უამრავ საგანს ვეხებით, შემდეგ კი შემთხვევით ვეხებით სახეს, ან ხელთათმანს – შიშველი ხელით.


ამასთან, ბევრი ფიქრობს, რომ ხელთათმანის მოხსნის შემდეგ ხელის დაბანა საჭირო აღარ არის.


ექიმი ყველას შეახსენებს, რომ ხელების დაბანა 20 წამის განმავლობაშია საჭირო იმისათვის, რომ ვირუსის გავრცელება შევაჩეროთ.


წყარო