უძრავი ქონების გაუფასურების შანსი დიდია

  • რეზონანსი
  • 6 აპრილი 18:58, 2020 წელი

კორონავირუსმა უძრავი ქონებისა და ავტომობილების ბიზნესს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა. ორივე სეგმენტში რეალიზაცია განულებულია - ამის შესახებ გაზეთი რეზონანსი დღევანდელ ნომერში წერს.

გამოცემასთან როგორც მშენებლები, ასევე ავტოიმპორტიორები აცხადებენ, რომ ეპიდემიამ მათი საქმიანობა "ჩაძირა" და მდგომარეობის გამოსწორების პერსპექტივა არცკი ჩანს.


ბიზნესმენები არ გამორიცხავენ, რომ რეალზიაციის ჩავარდნამ  უძრავი ქონების მიმართულებით ფასების მკვეთრი კლება გამოიწვიოს.

წყარო: რეზონანსი