Calzedonia-მ სამედიცინო ნიღბებისა და ხალათების წარმოება დაიწყო
- cosmo.ru
- 26 მარტი 14:59, 2020 წელი
ცნობილმა იტალიურმა კომპანიამ Calzedonia Group-მა, რომლის სათაო ოფისი ვერონაშია, მთელი იტალიის მასშტაბით თავისი საწარმოების ნაწილი სამედიცინო ჰიგიენის საშუალებების გამოშვებაზე გადააწყო.
ამისთვის კომპანიამ სპეციალური დანადგარები შეიძინა და ნახევრადავტომატური ხაზები შექმნა.
პირველ ეტაპზე დღე-რამეში 10 000ნიღაბს გამოუშვებს, უახლოეს დღეებში კი წარმოების მოცულობას გაზრდის.
კომპანიამ 23 მარტს ნიღბების პირველი პარტია უსასყიდლოდ გადასცა ქალაქ ვერონას მერიას და ვერონას საავადმყოფოს.
ცნობისათვის: Calzedonia Group-ს 4 იტალიური ბრენდი ეკუთვნის: Calzedonia, Intimissimi, Tezenis, Falconeri.