„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” პოსტერების კონკურსს აცხადებს

  • 12 თებერვალი 20:14

“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ კომპანიის საქმიანობისა და სლოგანის თემაზე “ჩვენ მოგვაქვს თქვენთან სინათლე“ თემატურ კონკურსს აცხადებს.

კონკურსის ფარგლებში ორი გამარჯვებული გამოვლინდება. საუკეთესო ნამუშევარს გამოავლენს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გუნდი, მეორე ადგილის მფლობელს კი Facebook მომხმარებელი მოწონებების საშუალებით შეარჩევს.


გამარჯვებულებს საჩუქრად გადაეცემათ პლანშეტები.


კონკურსის პირობები:


• კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ სრულწლოვანს, სსე-ის თანამშრომლების გარდა.


• პოსტერი უნდა ეხმიანებოდეს ენერგეტიკის თემას – მასზე უნდა ფიგურირებდეს ქვესადგური, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი ან ანძა.


• ნამუშევარი არ უნდა იყოს მხოლოდ აღწერითი ხასიათის და მასში აუცილებლად უნდა ჩანდეს ავტორის ინდივიდუალური ხედვა.


• ერთ ადამიანს შეუძლია, რამდენიმე ნამუშევრის გამოგზავნა.


პოსტერი უნდა მომზადდეს შემდეგ პროგრამებში: photoshop / coreldraw /Adobe illustrator / Adobe InDesign. პოსტერი უნდა იყოს landscape, სულ მცირე, A3 ფორმატის (სიგანე 42, სიმაღლე 30).


კონკურსის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცანით სსე-ის ოფიციალურ Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/electrosystema.