ავღანეთში ქორწილის დროს დაბომბვას სულ მცირე 35 ადამიანი ემსხვერპლა, 13 კი დაშავდა
- imedinews.ge
- 23 სექტემბერი 16:06, 2019 წელი
სულ მცირე 35 ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა ავღანეთში, როცა სახელმწიფო ჯარმა დაბომბა სახლი, სადაც ქორწილს აღნიშნავდნენ. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ქალები და ბავშვები არიან. შემთხვევა პროვინცია ჰელმანდში მოხდა. ჯარის სამიზნე „თალიბანის“ ობიექტი იყო, სადაც მოძრაობა თვითმკვლელ ტერორისტებს ამზადებდა.