Emmy-ის დაჯილდოების გამარჯვებულები ცნობილია
- imedinews.ge
- 23 სექტემბერი 10:13, 2019 წელი
წლის საუკეთესო დრამატული სერიალის კატეგორიაში „სამეფო კარის თამაშებმა“ გაიმარჯვა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
HBO-ს სერიალის მერვე, დასკვნით სეზონთან ერთად ამ კატეგორიაში „სჯობს დაურეკოთ სოლს“ (Better Call Saul), „პირადი მცველი“ (Bodyguard), „სამეფო კარის თამაშები“ (Game of Thrones), „ევას მკვლელობისას“ (Killing Eve), „ოზარკი“ (Ozark), „პოზა“ (Pose), „მემკვიდრეობა“ (Succession) და „ეს ჩვენ ვართ“ (This Is Us) იყვნენ წარმოდგენილი.