94 წლის ქალმა გარდაცვლილი მეუღლისა და შვილის ხსოვნის პატივსაცემად ტატუ გაიკეთა (ფოტო)
- imedinews.ge
- 18 სექტემბერი 17:07, 2019 წელი
დიდი ბრიტანეთის ქალაქ კენილვორტში მცხოვრებმა 94 წლის ჰილდა უესტმა გარდაცვლილი მეუღლისა და შვილის ხსოვნის საპატივცემულოდ ტატუ გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს.
94 წლის ქალს, რომელსაც შვილიშვილები და შვილთაშვილის შვილები ჰყავს, ტატუს სალონამდე მისვლაში მოხუცთა თავშესაფრის თანამშრომლები დაეხმარნენ. როგორც ის ამბობს, ქმართან ერთად 70 წელი იცხოვრა და ის 5 წლის წინ გარდაიცვალა.