თურქეთში 6 წლის ქართველი გოგონა დაიღუპა
- primetimenews.ge
- 23 აგვისტო 13:33, 2019 წელი
წლის ნია გოგუა, რომელიც ქრონიკული ეფშტეინბარის დიაგნოზით თურქეთში სამკურნალოდ ერთი თვის წინ წაიყვანეს, იქ ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა.
ინფორმაციას „პრაიმტაიმს" ფონდ „სიკეთის კვალის დამფუძნებელი" თეა ესიტაშვილი უდასტურებს.
მისი თქმით, ინფექციამ ყველა ორგანო ჩაითრია და ბავშვის ორგანიზმმა ვეღარ გაუძლო.
ნია გოგუას მძიმე დიაგნოზი დაახლოებით 2 წლის წინ საქართველოში დაუსვეს. მანამდე მედიკოსები ფიქრობდნენ, რომ ბავშვს სიმსივნე ჰქონდა.