ზაზა ფაჩულია NBA-ს ფანებს: "დაპატიჟებულები ხართ ამ მშვენიერ და გასაოცარ ქვეყანაში"
- pia.ge
- 24 ივნისი 16:19, 2019 წელი
NBA-ის ქართველი ლეგიონერი ზაზა ფაჩულია ფეისბუქსა და ინსტაგრამზე სტატუსს წერს და ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ფანებს საქართველოში ეპატიჟება.
“ყველა ჩემს გამომწერს, NBA-ის ფანებს მთელ მსოფლიოში, მოგზაურებს, ღვინის მოყვარულებს, გურმანებს — დაპატიჟებულები ხართ ამ მშვენიერ და გასაოცარ ქვეყანაში”,— წერს ფაჩულია.