ვანდალიზმი - ოპერის თეატრის ბაღში ბალერინების ქანდაკებები დააზიანეს (ფოტოები)
- რეზონანსი
- 9 მაისი 14:42, 2019 წელი
თბილისის მერიის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
თბილისის მერიის „ეკოსერვის ჯგუფმა" რეაბილიტაციის მიზნით დაზიანებული ქანდაკებები საცავში გადაიტანა.
„უახლოეს მომავალში მოხდება შადრევნის სრული რეაბილიტაცია და ქანდაკებები ბაღს დაუბრუნდება", - ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.