ძლიერი მიწისძვრა აზერბაიჯანში - დაზიანებულია სახლები, არიან დაშავებულებიც
- რეზონანსი
- 6 თებერვალი 10:38, 2019 წელი
აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის სეისმოლოგიური სამსახურის ცნობით, აზერბაიჯანში 5.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
მიწისძვრა ადგილობრივი დროით წუხელ 11:41 წუთზე მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ისმაილის რაიონი იყო, ბაქოდან 131 კილომეტრში. შესაბამისად ძლიერი ბიძგები ბაქოშიც იგრძნობოდა.
მიწისძვრის შედეგად დასახლებულ პუნქტში შამახი დაზიანებულია სახლები, 4 ადამიანმა მიიღო სხვადასხვა ტიპის დაზიანება და საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. მოსახლეობას ეშინია საცხოვრებელ სახლებში მიბრუნება, რადგან ბიძგებს კიდევ ელოდებიან. სხვა ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.