რა გახდა "შავი პრინცის" გარდაცვალების მიზეზი
- რეზონანსი
- 5 თებერვალი 10:11, 2019 წელი
ინფორმაცია ვეტერანმა რეპერმა, ჯერონიმომ სოციალური ქსელი მეშვეობით გაავრცელა. არტისტის სიკვდილის მიზეზი გავრცელებული ინფორმაციით თირკმლის უკმარისობა გახდა. რეპერი ბოლო პერიოდში ავადმყოფობდა. იგი ბათუმში გარდაიცვალა.
შავმა პრინცმა მუსიკალური კარიერა 1990-იანი წლების დასაწყისში, ქუთაისში დაიწყო. 1995 წელს მან ჰიპ ჰოპ კოლექტივი "ძებნილი" შექმნა.