დანიაში მომხდარი სარკინიგზო ავარიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა
- pia.ge
- 3 იანვარი 13:19, 2019 წელი
დანიაში 2 იანვარს მომხდარი სარკინიგზო ავარიის შედეგად, ხუთი ქალი და სამი კაცი დაიღუპა, წერს Reuters.
სამართალდამცველებმა 4 ცხედრის იდენტიფიცირება მოახდინეს.
სამგზავრო მატარებელი, რომელშიც 131 ადამიანი იმყოფებოდა კოპენჰაგენში მიემართებოდა და საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატვირთო მატარებელს შეეჯახა, ამის შემდეგ კი რელსებიდან გადავიდა.