"ზოგი მეუბნება, შენი ნახატები რაში მჭირდება, გადი აქედანო" - 10 წლის ნიკოლოზის უმძიმესი ისტორია
- რეზონანსი
- 6 ნოემბერი 12:45, 2018 წელი
"გაიცანით 10 წლის ნიკოლოზი. ჩემი დღის გმირი.
ვსხედვართ ჟურნალისტები გლდანის ციხეებთან, მორიგი გადაღებაა და ადვოკატის მოლოდინში, მოდის პატარა ბიჭი თაბახის ფურცლებით. სირცხვილით ძლივს მოაბა ორ სიტყვას თავი და თავისი და-ძმების ხელით დახატული ნახატები შემოგვთავაზა, სანაცვლოთ ცოტა ხურდები მოგვთხოვა თუ გვინდოდა რა თქმა უნდა. ჰოდა რას მოვაყოლე, ეს ბიჭი 10 წლისაა, დედ-მამაც ჰყავს და კიდევ 2 ძმა და ერთი და. სკოლის მერე, ყოველ დღე ნიკოლოზი და მისი 7 წლის ძმა გლდანის ციხეებთან ნახატებს ყიდიან. ყოველ დღე 30 ლარი უნდა შეაგროვონ ბიჭებმა სკოლის მერე რომ სახლში საკვებით მივიდნენ. თანაც ზუსტად გაწერილი აქვთ ამ თანხით მათ და ძმებს და დედ-მამას ასულდგმულებენ.