ზუგდიდის ყოფილი მერი და ვიცე მერი დაკავებულია
- pia.ge
- 1 ნოემბერი 17:19, 2018 წელი
ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია და ვიცე მერი გია გულორდავა სუს-ის ანტიკორუფციულმა სამსახურმა დააკავა.
პარტია „ქართული ოცნების“ ზუგდიდის ოფისში გოგიას და გულორდავას დაკავების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.
მათი თქმით, გოგია თბილისში იმყოფებოდა.
სუს-ში აცხადებენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ბრიფინგს რამდენიმე წუთში გაიმართება.
ლაშა გოგიას მიმართ 338-ე, ქრთამის აღების მუხლით გამოძიება სექტემბერში დაიწყო.