ნიუ-იორკში ქალმა საბავშვო ბაღში ბავშვები დაჭრა
- pia.ge
- 21 სექტემბერი 14:49, 2018 წელი
ნიუ-იორკში ცივი დანით შეიარაღებულმა ქალმა საბავშვო ბაღში ხუთი ადამიანი დაჭრა, მათ შორის სამი ბავშვია.
გაზეთის Daily Mirror-ის ინფორმაციით, 52 წლის ქალმა დანით თვითდაზიანება მიიყენა. ამჟამად ის დაკავებულია.
დაჭრილთა შორის არიან, სამი ბავშვი, ბაღის ერთ თანამშრომელი და ერთ-ერთი ბავშვის მშობელი.
თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.